ქუჩის ისტორიები: ს. ცინცაძის ქუჩა

სულხან ცინცაძე

სულხან ცინცაძის ქუჩა მდებარეობს საბურთალოს რაიონში.

სულხან თევდორეს ძე ცინცაძე (დ. 23 აგვისტო, 1925, გორი — გ. 15 სექტემბერი, 1991, თბილისი) — ქართველიკომპოზიტორი.

მან მუსიკალური კარიერა 1940-იან წლებში დაიწყო ჩელოზე საქართველოს სახელმწიფო სიმებიან კვარტეტში. მის პირველ კომპოზიციაში ქართული ხალხური სიმღერა გამოიყენა და სიმებიანი კვარტეტისთვის მინიატურათა ნაკრების სახით გამოუშვა, რამაც თითქმის მყისიერი წარმატება მოუტანა. ასევე დაწერილი აქვს რამდენიმე ოპერა, ბალეტი, სიმფონია და კონცერტი, თუმცა მისი ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები სიმებიანი კვარტეტისთვის დაწერილი კომპოზიციები იყო.

ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილი ღვაწლისთვის მინიჭებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის წოდება (1961) და სსრკ-ის სახალხო არტისტის წოდება (1987), ასევე სსრკ-ის სტალინის პრემია (1950), შოთა რუსთაველის პრემია (1981) და ზაქარია ფალიაშვილის პრემია (1977).

ცინცაძის მუსიკის მასშტაბები, თავისი ფოლკლორულობის მიუხედავად სცილდებოდა ვიწრო ეროვნულ საზღვრებს. ცინცაძის მუსიკა გამოირჩეოდა ჟანრობრივი მრავალფეროვნებით (მას დაუწერია ოპერები, საფორტეპიანო, კინომუსიკა და ა.შ.), მაგრამ მისი სტიქია მაინც სიმებიანი კვარტეტები იყო. მან 12 სიმებიანი კვარტეტი დატოვა.

loading…

პოპულარული

"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი