ქუჩის ისტორიები: სულიაშვილის ქუჩა

სულიაშვილის დავითი

სულიაშვილის ქუჩა მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში.

დავით სოკრატეს ძე სულიაშვილი (დ. 10 ივნისი, 1884, დაბა სურამი — გ. 6 ნოემბერი, 1964, თბილისი) — ქართველი მწერალი, რევოლუციონერი.

მამამ სოფლის ხელმოკლე დიაკვანმა გორში ჩამოიყვანა და მიაბარა სასულიერო სასწავლებელში. აქ არსებულმა ხალხოსნურმარევოლუციურმა განწყობამ სამუდამოდ განსაზღვრა ყმაწვილის სამომავლო გზა, რომელმაც იგი რევოლუციონერობამდე მიიყვანა. მონაწილეობდა მუშათა გაფიცვებში და მოძრაობებში, დაინტერესდა მარქსიზმით. 1903 წელს ლაიფციგში გაემგზავრა, აქ იგი დაუკავშირდა ვ. ლენინის მიმდევარ ემიგრანტთა ჯგუფებს. რეაქციის პერიოდში დ. სულიაშვილი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს, მაგრამ სხვებთან ერთად გაიქცა და მალე ემიგრაციაში წავიდა — ჯერ ლაიფციგში, შემდეგ ციურიხში ცხოვრობდა, სადაც პირადად გაიცნო ლენინი და ახლო ურთიერთობა დაამყარა მასთან. პატიმრობის დროს ლეო ქიაჩელს შეხვდა და მას შემდეგ განუყრელ მეგობრებად დარჩნენ. ლ. ქიაჩელის რჩევით დავით სულიაშვილმა პირველი მოთხრობა გაუგზავნა უცხოეთიდან „სახალხო ფურცლის“ რედაქციას.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განაგრძო ლიტერატურული მოღვააწეობა. უპრეტენზიო შემოქმედმა, XX საუკუნის დამდეგის მღელვარე დღეების ამსახველი თავისი ქმნილებებით საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა ქართულ ლიტერატურაში. მწერლის კალამს ეკუთვნის მოთხრობები: „ნაღვერდალი“, „მეორე დღე“, „კლდე“, „ჩიკორი“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის, „საპატიო ნიშნის“ ორდენებით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — თამარ ზაალის ასული ვარსიმაშვილი (დ. 11 იანვარი, 1895, დაბა სურამი — გ. 1 აპრილი, 1958, თბილისი).

loading…

პოპულარული

"ოეე,კალ'ა,თავს შიგნიდან უნდა პირველ რიგში მოვლა და არა გარედან" - მიხეილ სააკაშვილი
აფრიკის დასახლებაში 12 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს - ჯართის შესაგროვებლად წასულ ბავშვს ოჯახი 2 დღე ეძებდა
6 წლის საბა, რომელიც დაუდგენელ ვირუსს 25 დეკემბრიდან ებრძოდა, გარდაიცვალა
ნათლისღების სასწაულები - "ეს ამბავი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ჭულევის მონასტრის მახლობლად"
დაწერე კომენტარი