ქუჩის ისტორიები: გ. რჩეულიშვილის ქუჩა

გურამ რჩეულიშვილი

გ. რჩეულისილის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, კერძოდ ვერაზე.

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი (დ. 4 ივლისი, 1934, თბილისი — გ. 23 აგვისტო, 1960, გაგრა) — ქართველიმწერალი.

გურამ მიხეილის ძე რჩეულიშვილი დაიბადა 1934 წლის 4 ივლისს ქალაქ თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. პირველი მოთხრობები, რომლებმაც დიდი წარმატება მოუტანა, ჟურნალ „ცისკარში“ გამოაქვეყნა 1957 წელს. სულ სამიოდე წელი იღვაწა სამწერლო ასპარეზზე. მწერლის სიცოცხლეში მხოლოდ შვიდი მისი მოთხრობა გამოქვეყნდა: „შემოდგომა ბაბუა კოტესი“, „სათაგური“, „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „უსახელო უფლისციხელი“ და „სიკვდილი მთაში“. მოთხრობათა პირველი კრებული „სალამურა“ მისი გარდაცვალების შემდეგ 1961 წელს გამოიცა. რჩეულიშვილის პროზამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება თემატიკის მრავალფეროვნებით, დოკუმენტურთან დაახლოებული სტილით, ტევადი, დაწურული დიალოგებით, თხრობის სიზუსტით. მისი გმირების ახალგაზრდულ სიფიცხესა და ქედუხრელობას, ვნების სიმძაფრესა და პირველაღმომჩენის ჟინს ერწყმის დიდი ადამიანური სილბო და შემწყნარებლობა. მისმა მცირე ლიტერატურულმა მემკვიდრეობამ (მოთხრობები, ნოველები. მინიატურები, პიესა) დიდი კვალი დაამჩნია ქართული პროზის განვითარებას. მისი ნაწარმოებები თარგმნილია გერმანულ, უნგრულ, ბულგარულ, ლიტვურ, ჩეხურ, რუსულ ენებზე.

 გურამ რჩეულიშვილის საფლავი ვაკის სასაფლაოზე

გურამ რჩეულიშვილი 1960 წლის 23 აგვისტოს 26 წლისა ტრაგიკულად დაიღუპა ქალაქ გაგრაში, როცა მღელვარე ზღვაში გადაეშვა უცნობი რუსი ქალიშვილის გადასარჩენად. იგი დაკრძალეს თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
ფინანსთა მინისტრის შეთავაზება ხორბლის გადამზიდავებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა - აქცია გრძელდება და ხელისუფლებას ვადა ოქტომბრამდე აქვს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
kiss cam და ქართველი გულშემატკივრების რეაქციები (ვიდეო)
დაწერე კომენტარი