ქუჩის ისტორიები: პაიჭაძის ქუჩა

ბორის პაიჭაძე

პაიჭაძის ქუჩა მდებარეობს დიდუბის რაიონში, კერძოდ დიღმის მასივში.

ბორის პაიჭაძე (დ. 3 თებერვალი, 1915, ონჭიქეთი, ჩოხატაური, რუსეთის იმპერია — გ. 9 ოქტომბერი, 1990, თბილისი, საბჭოთა კავშირი) — ქართველი საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. თამაშობდა ფოთის გემთმშენებელი ქარხნის გუნდში (1933-34), თბილისის ზიი-სა (1934-35) თბილისის დინამოს (1936-51) შემადგენლობაში. სსრკ უმაღლეს ლიგაში ჩაატარა 180 მატჩი (99 გოლი). სსრკ ჩემპიონატის ორგზის მეორე (1939, 40) და ოთხგზის მესამე (1936, 46, 47, 50) პრიზიორი. სსრკ თასის გათამაშების სამგზის ფინალისტი (1936, 37, 46). გრიგორი ფედოტოვის სახელობის ასიანთა კლუბის წევრი (135 გოლი). იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი (1953-54), სპორტსაზოგადოება „ბურევესტნიკის“ რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე (1955-62), სპორტკომბინატ „დინამოს“ დირექტორი (1963-85). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. თბილისის საპატიო მოქალაქე, ვახტანგ გორგასლის მეორე ხარისხის ორდენის კავალერი (გარდაცვალების შემდეგ). ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა თბილისის დინამოს.

მის სახელს ატარებს საქართველოს უდიდესი ეროვნული საფეხბურთო სტადიონი, რომელიც თბილისის დინამოს საშინაო მოედანია. 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააწესა ბორის პაიჭაძის სახელობის პრიზი ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისათვის.

loading…

პოპულარული

ერთ კვირაში გაზი გაძვირდება!
„ამის გამკეთებელი არის ნაძირალა“ - გორში ფერმერს ვაშლის 128 ხე მოუჩეხეს (ფოტოები)
„ბოლო წლებმა დამარწმუნა, რომ ადამიანს ადამიანისთვის არათუ ტალახის სროლა, პირდაპირი გაგებით ხორცის გლეჯვაც შეუძლია“ - პაატა ბურჭულაძე განცხადებას ავრცელებს
"ცეკვავენ ვარსკვლავები“ მოულოდნელი შედეგით დასრულდა - ვინ გავარდა შოუდან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი