ქუჩის ისტორიები: ლისაშვილის ქუჩა

იაკინთე ლისაშვილი

ლისაშვილის ქუჩა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში.

იაკინთე ბარნაბის ძე ლისაშვილი (ხომერიკი) (დ. 19 სექტემბერი, 1897, ზედუბანი, ოზურგეთის მაზრა — გ. 1 მარტი, 1972, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი.

შრომით საქმიანობას ადრე შეუდგა. 1916 წელს ჯარში გაიწვიეს. არმიიდან დაბრუნებურლი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და მუშაობა დაიწყო სამხედრო სამინისტროს სტამბაში. აქ გაეცნო ძველ ბოლშევიკებს და ჩაერთო რევოლუციურ საქმიანობაში. 1920 წელს დააპატიმრეს.

ლიტერატურული საქმიანობა ი. ლისაშვილს ჭაბუკობიდანვე იტაცებდა. პირველი ერთმოქემედებიანი პიესა „უნაყოფო ნუგეში“ 1919 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“. მალე ამას მოჰყვა ოთხმოქმედებიანი დრამა „ომის ბრალია“. პერიოდულ პრესაში რეგულარულად იბეჭდებოდა მისი პიესები, ლექსები მოთხრობები, რომანები. იგი ლექსებისა და პოემების 6 კრებულის ავტორია. განსაკუთრებით აღსანიშნავია რომანი „კეცხოველი“, სადაც ყველაზე უფრო გამოვლინდა მწერლის შემოქმედებითი ფანტაზია და მაღალი პროფესიული ოსტატობა. რომანი „ერთგულება“ ომისშემდგომ ცხოვრებას გვიხატავს. მომხიბვლელია ამ ნაწარმოების დახვეწილი სტილი და სიუჟეტის დინამიური მიმდინარეობა, გამოკვეთილია ნაომარი ადამიანის ხასიათები, მომავლისადმი მათი ურყევი რწმენა. ამავეთ ემას მიუძღვნა მწერლამა მომდევნო რომანიც „ნანგრევებზე“, რომელიც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მეტად საინტერესო ნაწარმოებია.

იაკინთე ლისაშვილი იყო პროლეტარული მწერლობის ასოციაციის პასუხისმგებელი მდივანი, ლიტფონდისა და გამომცემლობა „საბჭოტა მწერლის“ დირექტორი, ჟურნალ „ნიანგის“ რედაქტორი, საქართველოს საავტორო უფლებათა დაცვის სამმართველოს დირექტორი. დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

loading…

პოპულარული

"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
მინდორში დატოვებულ სატვირთოში 157 ადამიანის ცხედარი აღმოჩნდა
დაწერე კომენტარი