ქუჩის ისტორიები: ჰ. აბაშიძე

ჰეიდარ აბაშიძის ქუჩა მდებარეობს საბურთალოს რაიონში, გამყრელიძისა და ოსეთის ქუჩების პარალელურად.

cyc

ჰეიდარ ალის ძე აბაშძე დაიბადა 15.08.1893 წელს ბათუმში და გარდაიცვალა 03.01.1966 წელს თბილისში.ის იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე,პუბლიცისტი, პედაგოგი.

სწავლა დაიწყო  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების  ბათუმის სკოლაში. 1905-1908 წლებში სწავლობდა ოსმალეთში. შემდეგ დაბრუნდა ბათუმში და 1912  წელს დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი. 1913 წლიდან მასწავლებლობდა. აქვეყნებდა წერილებს ქართულ პრესაში სამხრეთ საქართველოსა და აჭარის მდგომარეობის შესახებ. ოსმალთა მიერ ძალით გამაჰმადიანებულ ქართველებში აღვივებდა ეროვნულ თვითშეგნებას, ილაშქრებდა პანთურქიზმისა და პანისლამიზმის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის დროს ხალხს განუმარტავდა ომის ნამდვილ მიზნებს. მისი ინიციატივით აჭარაში გაიხსნა ქართული სკოლები. 1916 წელს აჭარიდან გადაასახლეს. 1918-1920 წლებში იყო ,,სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი კომიტეტის” აქტიური წევრი. მოითხოვდა მემამულური მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას და გლეხებისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემას.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მას გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — მარგალიტა ყაფლანის ასული წერეთელი.

რეკლამა

დაწერე კომენტარი