ქუჩის ისტორიები: ღოღობერიძის ქუჩა

ლანა ღოღობერიძე

ლანა ღოღობერიძე (დ. 13 ოქტომბერი, 1928, თბილისი)— ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979)

1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ისწავლა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის ფაკულტეტზე. 1954 წელს მიიღო ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის წოდება. 1957 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“.

მის პირველ მხატვრულ ფილმში „ერთი ცის ქვეშ“ (1961) გაერთიანებულია სამი ნოველა, რომლებშიც XX საუკუნის სხვადასხვა პერიოდის ქართველ ქალთა სახეებია მოცემული. ასევე ქალის ბედსა ეხება მისი მეორე ფილმი „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ სადაც მთავარი როლი მსახიობმა სოფიკო ჭიაურელმა შეასრულა.

1975 წლიდან რუსთაველის თეატრის რეჟისორთა სტუდიას ხელმძღვანელობდა. ხოლო 1988 წლიდან კი სტუდია ქართული ფილმის დირექტორი იყო. თავისი თემის ერთგული დარჩა ლანა ღოღობერიძე ფილმებშიც: „დღეს ღამე უთენებია“ (1983), „ორომტრიალი“ (1986) და „ვალსი პეჩორაზე“ (1992).

ავტორია მონოგრაფიისა (1955 წ.) უოლტ უიტმენის შესახებ. ნათარგმნი აქვს უოლტ უიტმენის, ტაგორის, ვერლენის, ახმატოვას, პასტერნაკის ლექსები.

პოპულარული

ძალიან ელეგანტური შავი კაბა და ულამაზესი ვარცხნილობა - ევა ბარბაქაძე საკუთარ ბანკეტზე ბრწყინავდა(ფოტოები)
სტამბოლის ახალი 12-მილიარდიანი აეროპორტი მსოფლიოში უდიდესი იქნება
18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
როგორ გამოიყურება ლოლა წერეთელი ქმართან დაშორების შემდეგ (ფოტოები)
დაწერე კომენტარი