ქუჩის ისტორიები: ღვინის აღმართი

ღვინო

ღვინის აღმართი მდებარეობს ისნის რაიონში, კერძოდ ავლაბარში.

ღვინო — ალკოჰოლური სასმელი, წარმოებული ყურძნის წვენის ფერმენტაციით, თუმცა არსებობს სხვა ხილის ღვინოებიც, მათ შორის ქლიავის, შავი მაყვალის და მოცხარის. უყურძნოდ დამზადებულ ღვინოებს ხილის ან სოფლის ღვინოს უწოდებენ. სასმელები მიღებული სხვა ფერმენტირებადი მასალისგან, როგორიცაა თაფლი, ან მიღებული დისტილირების მეთოდით, როგორიცაა ბრენდი, ღვინის კატეგორიაში არ არის.

ღვინის აღმნიშვნელ სიტყვებს თითქმის ყველა ენაში ერთი ძირი აქვს. ქართველურ ენებში იგი გამოითქმის ასე: ღვინო (ქართ.), ღვინი (ზან.), ღვინალ (სვან.).

სხვა ინდო-ევროპულ და სემიტურ ენებში: ხეთური: wiyan(a), ლუვიური: wa/i-ya-na, ძვ. ბერძნ.: Οíνος, ლათ: vinum, სომხ.: gini გერმ.: Wein, ინგლ. Wine, რუს. (სლავურ ენებზე): вино, უელს: gwîn, ფრანგ.: vin, ესპ.: vino, იტ.: vino, არაბ.: wainun, ებრ.: yayin, ასირ: înu. ცხადია, ამ სიტყვებს აერთიანებთ ერთი ძირი, ერთი წამომავლობა და იმ იმ ქვეყნიდან უნდა იყოს ყველა სხვე ენაში შესული და დამკვიდრებულ, რომელიც სავარაუდოდ უნდა იყოს კიდეც ღვინის სამშობლო. როგორც დასტურდება მატერიალური მემკვიდრეობიდან, დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ვაზის კულტურას უძველესი, ადრეული ბრინჯაოს ხანიდან იცნობდნენ. მიუხედავად ამისა, სიტყვა “ღვინო”, მეცნიერთა უმეტესობის აზრით წინარექართულ ენაში პროტო-ინდო-ევრუპული ენიდან — ერთ-ერთი თეორიის თანახმად კი — პროტო-სომხური ენის საშუალებით მოხვდა.ზურაბ სარჯველაძის მიერ წამოყენებული თეორია ამ სიტყვის წმინდა ქართველურ ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით, დასავლელმა და ქართველმა მეცნიერებმა მკაცრად გააკრიტიკეს და უარყვეს იგი.

loading…

პოპულარული

ვინ არის დედა, რომელსაც 4 წლის შვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს - შემზარავი ტრაგედიის ახალი დეტალები
იტალიაში სასტიკად მოკლული ქართველი მხატვრის ნახატები (ფოტოკოლაჟი)
კომაროვის ოთხმა მოსწავლემ ამერიკის წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვა - გაიცანით ისინი!
პოლიციაში თავის ფეხით მისული ინტერპოლის ძებნილი ქართველმა პოლიციელებმა ვერ იცნეს და „დაგუგლეს“
დაწერე კომენტარი