ქუჩის ისტორიები: ღამბაშიძის ქუჩა

შალვა ღამბაშიძე

ღამბაშიძის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, კერძოდ ვერაზე.

შალვა ქსენოფონტეს ძე ღამბაშიძე (დ. 1 აგვისტო[ ძვ. სტ. 20 ივლისი]/, 1899, ზესტაფონი — გ. 18 მაისი, 1955, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1939).

1917 წელს ქუთაისის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თეატრალური განათლება მიიღო ჯაბადარის სრუდიაში თბილისში (1918–1920). 1920 წლიდან იყო ბათუმის თეატრის მსახიობი. 1921–1928 წლებში რუსთაველის თეატრის, 1928–1955 კი მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1937–1947 წლებში იყო ამ თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

ღამბაშიძე ქართული საბჭოთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელია, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე და მისი მხატვრული მიმართულების მიმდევარი და გამგრძელებელი. საბჭოთა ქართულ სამსახიობო ხელოვნებაში ღამბაშიძემ გააგრძელა და განავითარა ქართული რეალისტური აქტიორული სკოლის ტრადიციები. იგი იყო სასცენო ხელოვნებაში სოციალისტური რეალიზმის გამოჩენილი ოსტატი. ღამბაშიძის შემოქმედება ხასიათდება სიმართლით, კეთილშობილებით, ზომიერების გრძნობით, ქართველი კაცის ხასიათის ღრმა წვდომით, შთამბეჭდავი გამომსახველობით, მეტყველების დიდი კულტურით. სცენური სახეებიდან აღსანიშნავია: ესტევანი (ლოპე დე ვეგას „ცხვრისწყარო“), კაკუტა, მეწისქვილე (კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), მოძღვარი (ა. ყაზბეგის „მოძღვრის“ მიხედვით), დე სილვა (გუცკოვის “ურიელ აკოსტა”), ოტელო (შქსპირის „ოტელო“), ბოროდინი (აფინოგენოს “შიში)), არჩილი (“ჩატეხილი ხიდი” ი. ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით), სოლომონი (ლ. არდაზიანის “სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” ინსცენირება), კათალიკოსი (გოთუა “დავით აღმაშენებელი”), კუტუზოვი (სამსონიას “ბაგრატიონი”), მაკფერსონი (სიმონოვის “რუსეთის საკითხი”), კნეროვი (ოსტროვსკის “უმზითვო”), გოროდნიჩი (გოგოლის “რევიზორი”), ანთიმოზი (გაბესკირიას “უფსკურულთან”), შრუზბერი (შილერის “მარიამ სტიუარტი”) და სხვა.

ღამბაშიძემ მთელი რიგი შთამბეჭდავი სახეები შექმნა კინოში (ბეკინა სამანიშვილი, “სამანიშვილის დედინაცვალი”, 1927; ყასაბი, “კომუნარის ჩიბუხი”, 1929; დავითი, “დარიკო”, 1936; ქარუმიძე “დიადი განთიადი”, 1938; ანდუყაფარი, “გიორგი სააკაძე”, 1942; გრამიტონი “ჭირვეული მეზობლები”, 1945; თავადი ელიზბარი, “დავით გურამიშვილი”, 1946; მაკარი “ქეთო და კოტე”, 1948; ირაკლი “ჭრიჭინა”, 1954). დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ანა (ანეტა) გიორგის ასული დონჟაშვილი (ფსევდონიმი დონჟანელი) (დ. 3 თებერვალი, 1911, ლაგოდეხი — გ. 3 დეკემბერი, 1961, თბილისი).

პოპულარული

აპრილიდან პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემმა ბიძაშვილმა - დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე…ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას"- ნინი ქარსელაძე
„როგორ მახსოვს პატარა მამუკა პამპერსით, სიღნაღის აღდგენის ინიციატივით რომ შემოტანტალდა“ - რატომ დასცინიან პრემიერს
"ჩემი თემურიკა კინაღამ მომიკლეს... სიკვდილით სავსე ქალაქი!" - მამა პეტრე
დაწერე კომენტარი