ქუჩის ისტორიები: ქუჩიშვილის ქუჩა

გიორგი ქუჩიშვილი

ქუჩიშვილის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, კერძოდ ვერაზე.

გიორგი ალექსანდრეს ძე ქუჩიშვილი (ჩხეიძე) (დ. 29 ოქტომბერი [ძვ. სტ. 17 ოქტომბერი], 1886, თელავის მაზრა, ვარდისუბნის თემი, სოფელი მერე — გ. 20 იანვარი, 1947, თბილისი) — ქართველი საბავშვო მწერალი

ბავშვობის პირველი წლები მშობლიურ სოფელში გაატარა. 1894 წელს შორეულმა ნათესავმა მაშო ლოპატომ, ვითომდა სასწავლებელში მოწყობის მიზნით, იგი თბილისში წამოიყვანა. მაგრამ ობოლი ბიჭი ხელზე მოსამსახურედ გაიხადა. მალე დედის ჩარევის შემდეგ, გიორგი ავლაბრის სამოქალაქო სასწავლებელში მოაწყვეს, მაგრამ ორი წლის შემდეგ, სწავლის ფულის დროზე შეუტანლობის გამო, იგი სასწავლებლიდან გამორიცხეს. სწორედ ამ დღიდან იწყება მისი ბაყალთან და მენახშირესთან მოჯამაგირეობა. იგი ეწყობა თბილისის ბოტანიკურ ბაღთან არსებულ პრაქტიკულ საბალანსო ორწლიან სკოლაში, რომელსაც წარმატებით ამთავრებს. აქ 1898 წელს დაარსებულ მოსწავლეთა არალეგალური მარქსისტული წრის წევრი ხდება. მალე ქუჩიშვილი მუკუზანში მიდის და საუფლისწულო მამულში იწყებს მუშაობას. იგი ხელისუფლების საწინააღმდეგო მოღვაწეობისთვის მალე სამუშაოს კარგავს და კვლავ თბილისს ბრუნდება.

1906 წელს შაპიროგრაფზე იბეჭდება ახალგაზრდათა არალეგალური ჟურნალი „ჩვენი დროშა“. მარალია, ამ ჟურნალის ტირაჟი ორმოც ცალს არ აღემატებოდა, მაგრამ კითხვით მას დიდძალი ახალგაზრდობა კითხულობდა. სწორედ ამ ჟურნალში გიორგი ქუჩიშვილი ბეჭდავს თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო პირველ ლექსს. ამ დროიდან გამოდის იგი ფართო შემოქმედებით გზაზე. 1914 წელს ზედიზედ იბეჭდება მისი ორი წიგნი. თვითმპყრობელობის საწინააღმდეგო ლექსების გამოქვეყნებისათვის მასზე კიდევ უფრო აძლიერებენ პოლიტიკურ მეთვალყურეობას. 1914 წელს ქუჩიშვილი კვლავ დააპატიმრეს და ქუთაისის საგუბერნიო ციხეში მოათავსეს, საიდანაც ამხანაგების დახმარებით ახერხებს გთავისუფლებას.

1946 წელს, 25 ნოემბერს, რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში აღინიშნა გ. ქუჩიშვილის დაბადების მე-60 წლისთავი. პოეტი ავადმყოფობის გამო არ დასწრებია საღამოს, ლოგინად ჩავარდნილი რადიოთი ისმენდა გულთბილ სიტყვებს და მილოცვებს. ეს იუბილე იყო გ. ქუჩიშვილის ცხოვრების ლამაზი ბოლი სიტყვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

პოპულარული

რიკოთზე მომხდარი საზარელი ავარიის ვიდეოკადრები
გააგრძელებს თუ არა გიორგი გაბუნია "რუსთავი 2"-ზე მუშაობას - პაატა სალიას განცხადება
რუსებმა მამისონსა და როკის გვირაბში დესანტი გადასხეს
თსუ-ს საპატიო დოქტორი, რომელმაც სტრასბურგში რუსთავი 2-ს ვერდიქტი გამოუტანა, აფხაზეთს დამოუკიდებელ რესპუბლიკად მიიჩნევს
დაწერე კომენტარი