ქუჩის ისტორიები: ქუმსიაშვილის ქუჩა

ქუმსიაშვილი

ქუმსიაშვილის ქუჩა მდებარეობს კრწანისის რაიონში, კერძოდ ორთაჭალაში.

თეონა ქუმსიაშვილი (დ. 27 იანვარი, 1984, სიონი — გ. 22 ივლისი, 2010, მუცოს ხეობა, ხევსურეთი) — ქართველი მომღერალი. ქართული ხალხური სიმღერების, საკუთარი ფოლკლორული კომპოზიციების შემსრულებელი. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი.

თეონა ქუმსიაშვილი დაიბადა დაბა სიონში, 1984 წლის, 27 იანვარს. 2007–2010 წლებში მონაწილეობდა ქართული ხალხური სიმღერის ფესტივლებზე: „ხევსურული საღამო“ და „არტგენი“. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს, თეონა ქუმსიაშვილი, ანსამბლ „შავნაბადა“-სთან ერთად იმყოფებოდა ფესტივალზე თურქეთში. სახელი გაითქვა თავისი უნიკალური ხმითა და მუსიკალური კომპოზიციების შესრულებით.

გამოცემული აქვს სოლოალბომები: 2005 წელს — „პირიმზე“, 2009 წელს — „მარტო სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“.

2010 წლის 22 ივლისს, ათენგენობიდან (მთიელთა უძველესი დღესასწაული, რომელიც გაიმართა სოფელ მუცოში), მომავალი ავტომობილი, რომელშიც იჯდა თეონა ქუმსიაშვილი 2 მცირეწლოვან ვაჟთან, დასთან და კიდევ 3 ადამიანთან ერთად, ავტოკატასტროფაში მოჰყვა. ავტომობილი მდინარე არღუნის ხეობაში გადაიჩეხა. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონა ქუმსიაშვილი თავის ორ მცირეწლოვან ვაჟთან ერთად. კატასტროფის შედეგად დაიღუპა თეონას დაც.

პოპულარული

,,სისხლის გუბეში ცურავდა და მაინც უმოწყალოდ ურტყამდა დანას, არასრულწლოვანი შვილები ჰყავთ'' - ხაშურში მომხდარი შემზარავი ფაქტის დეტალები
"ბექუ, შენ შავ ჩოხაში და მელანო მძინარე მზეთუნახავი, გაყინული წევს კუბოში სადედოფლო თეთრ კაბაში...გავქვავდი..." - შოთო სიხარულიძის ემოციური წერილი
ხაშურში, 30 წლის ქალი სილამაზის სალონში ქმარმა დანით დაჭრა - ქალს 7 ჭრილობა აქვს მიყენებული
ნინი ბადურაშვილის მამა, რეჟისორი ერეკლე ბადურაშვილი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი