ქუჩის ისტორიები: ქსნის ქუჩა

ქსანი

ქსნის ქუჩა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, კერძოდ სან.ზონაში.

ქსანი — მდინარე საქართველოში. მიედინება ახალგორის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. ქსანი მდინარე მტკვრის მარცხენა შენაკადია. სიგრძე 84 კილომეტრი, აუზის ფართობი 885 კმ². სათავე აქვს ყელის ვულკანურ ზეგანზე, ყელის ტბიდან, ზღვის დონიდან 2914 მ სიმაღლეზე, ზემო და შუა დინებაში ვიწრო ხეობა აქვს, მუხრანის ვაკეზე — ფართო. შესართავთან კვეთს სხალტბის ქედს და ისევ ვიწრო ხეობას აჩენს. მთავარი შენაკადებია: ცხრაძმულა, ჭურთა, ალეურა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა — გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარში. ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები.[1]

გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის 54 %, ზაფხულზე — 20 %, შემოდგომაზე — 14 %, ზამთარზე — 12 %. ყინულნაპირისი, ძგიფი და თოში იცის ნოემბრის შუა რიცხვებიდან მარტის ბოლომდე.

საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 15 მ³/წმ. მყარი ნატანის საშუალო წლიური ხარჯი 6,6 კგ/წმ. იყენებენ სარწყავად.

მდინარე ქსანი სათავეს იღებს ფართო ფიქლიანი ქედის სამხრეთი მთისძირიდან, რომელიც ყელის ვულკანურ მთიანეთს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად ყოფს; პირველი 4-5 კმ-ის მანძილზე მიედინება მთიანეთზე და ყელის ტბას წარმოქმნის. გადაკვეთს რა არხის ქედს, მდინარე ჩანჩქერების სერიის სახით ეშვება ჟამურის ხეობაში. მდინარე ქსნის ხეობის რელიეფი მოიცავს ეროზიულ, ძველ მყინვარულ და ვულკანურ ფორმებს. ეროზიული რელიეფი მთლიანობაში გაბატონებულ როლს ასრულებს. რელიეფის სხვა ტიპები მხოლოდ მაღალ ჰიფსომერტიულ სარტყლებში და ვულკანიზმისა და მდინარეული აკუმულაციის მეოთხეული პროცესების გამოვლენის ადგილებშია. ეროზიული რელიეფი აშკარად მრავალსაფეხურიან აგებულებას ამჟღავნებს — ქსნისა და მისი შენაკადების ფერდობებზე და წყალგამყოფის თხემებზე.

ქსნის ხეობა მთიან მონაკვეთში წარმოდგენილია მორფოლოგიურად განსხვავებული უბნებით. ყელის მთიანეთის ფარგლებში იგი შედარებით მცირე სიღრმეზეა ჩაჭრილი. ჟამუსუს ხეობაში ჩადინების შემდეგ ქსანი მიედინება უკვე ღრმა ხეობაში. უფრო ვიწროა ამ ხეობის ზემონაწილი სოფელ ელოიანის ზემოთ, ხოლო ქვემოთ, სოფელ ლარგვისამდე ხეობა რამდენადმე განიერდება და მჭიდროდ არის დასახლებული. ლარგვისიდან დაწყებული, ქსნის ხეობას საკმაოდ განიერი ბრტყელი ჭალა აქვს, სადაც გვხვდება აკუმულაციური ტერასები, რომლებიც კარგად არიან განვითარებული იკოთისა და ახალგორის ქვემოთ. ახალგორის ქვაბულში დაგროვილი ალუვიური კენჭნარები დაძირულია ქსნის ტალვეგზე დაბლა, რაც ზედა მეოთხეულ ჩაღუნვაზე მიუთითებს.[2]

ჯერ კიდევ 1930-იან წლებში ალექსანდრე ჯანელიძემ გამოთქვა ვარაუდი, რომ მდინარე ქსანი წარსულში მიედინებოდა აღმოსავლეთისაკენ მუხრანის ხეობით, ერთვოდა არა მტკვარს, არამედ არაგვს. პეტრე გამყრელიძის აზრით, მდინარეები ქსანი და რეხულა აღმოსავლეთისკენ მიედინებოდნენ და ერთვოდნენ მდინარე არაგვს.

loading…

პოპულარული

აირჩია ხალხმა თუ დანიშნა ივანიშვილმა - სკანდალური კადრები, რომლითაც დგინდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა (ვიდეო)
სკანდალი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება - ქართველი ემიგრანტისთვის წართმეული უძრავი ქონება და გაყალბებული დოკუმენტები
რომელი ქვეყნის პირველი პირები ესწრებოდნენ სააკაშვილი-მარგველაშვილის ინაუგურაციას და ვინ არიან ზურაბიშვილის სტუმართა სიაში
გრიპის ვირუსის ეპიდემია საქართველოში - სპეციალისტები მოსახლეობას აფრთხილებენ
დაწერე კომენტარი