ქუჩის ისტორიები: უჯარმის ქუჩა

უჯარმა

უჯარმის ქუჩა მდებარეობს ისნის რაიონში.

უჯარმა — სოფელი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, გარე კახეთში. მდებარეობს მდინარე ივრის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 770 მეტრი. საგარეჯოდან 22 კილომეტრი. უჯარმა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან აღმოსავლეთით 36 კმ.-ის დაშორებით. უჯარმას ჩრდილოეთით ესაზღვრება გომბორისა და იალნოს ქედები, დასავლეთით ქ. თბილისი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მიუყვება მდინარე იორს. სოფელი უჯარმა წარმოადგენს ერწო-თიანეთის სამხრეთის ბუნებრივ კარს.

სოფლის ჩრდილოეთით 5 კილომეტრის დაშორებით, გზიდან მარჯვნივ მდებარე კლდოვან ქედზე დგას ციხე-ქალაქ „ჯვარპატიოსნის“ ნანგრევები. თავად პირველი ციხე და საფორტიფიკაციო ნაგებობა აშენებულია ჯერ კიდევ ძვ. წ. III საუკუნეში, მეფე საურმაგის დროს. ვახტანგმა ციხეს დაუმატა წმ. რაჟდენის სახელობის მცირე ეკლესია (მთავარ სიმაგრეში); ასევე, ჩრდილოეთის მიმართულებით გააშენა ექვსკოშკიანი ოთკუთხედი ფორმის 5-7 მეტრის სიამღლის კედლების მქონე სიმაგრე, რომლის უდიდესი ნაწილი 40 გრადუსიან დახრილ ფერდობზე მოდის. ეს ნაგებობა მთის თხემიდან ივრის პირამდე ეშვება და დღესაც კარგადაა შემონახული, ბოლო ორი კოშკის გარდა, რომელიც წყალთაქცევამ ნაწილობრივ მოშალა და დააზიანა. ციხემ ქალაქის ფუნქციების შეთავსება სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო. ციხე არ მდებარეობს არამედ იგი ძევს საგურამოს ქედის (ეს ქედი მთავრდება ბაკურციხეში) ძირში, რომელიც ბუნებრივად გაწყვეტილია ივრის ხეობით. სწორედ ამ ბუნებრივი გასასვლეის ჩასაკეტად იქნა აგებული ამ ადგილას ეს სიმაგრე, გორგასლამდე ექვსი-შვიდი საუკუნით ადრე. ციხეს დასავლეთიდან ესაზღვრება იალნოს მთა, ხოლო ივრის მეორე ნაპირიდან გომბორის ქედის ბუნებრივი გაგრძელებაა. ციხის მარჯვნივ „რკინის მთა“ მდებარეობს. სწორედ ამ მთის ძირში, ზამთარში, ტახებზე ნადირობისას „მოაპარინა“ ჩუხჩებს ურჩი კახთა მეფე აღსართანი დავით აღმაშენებელმა. ციხე აქტიური თავდაცვითი ჯაჭვის რგოლი იყო IX საუკუნემდე, არაბების მიერ მის დანგრევამდე.

ნიშანდობლივია, რომ უჯარმასთან გორგასლის მეთაურობით ქართველობამ ირანელთა (ირანის შაჰი ავდაკის, მისი შვილი ბართამის) წინააღმდეგ გამართა ის ერთადერთი ბრძოლა, რომელში მონაწილე მეომართა რაოდენობა მრავალჯერ აჭარბებს ქართველების მიერ გადახდილ ნებისმიერ ბრძოლას (დაახლოებით 800-900 000 კაცი ორივე მხრიდან), მათ შორის დიდგორსაც, ბასიანსაც და შამქორსაც. მეცნიერები დღესაც ვერ არკვევნ, თუ კონკრეტულად უჯარმის შემოგარენის რა ნაწილებში განთავსდა ამდენი ხალხი. სავარაუდო ადგილად მიჩნეულია სოფლის განაპირა „ქვრივის ტყე“ და ვრცელი ველი, ე.წ. „ლამუანი“ (იგივე „ბაკი“, ანუ „ლამოვანი“), აგრეთვე ივრის განიერი, ხუთასი-რვაასი მეტრის სიგანის და დაახლოებით კილომეტრნახევარი სიგრძის ჭალა დღევანდელი უჯარმიდან ვიდრე იმ ადგილამდე, სადაც სეზონური მდინარე „ლაფიანთხევი“ უერთდება იორს და სადაც მოგვიანებით „მარიამის“, ანუ ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი იქნა აშენებული. ეს ადგილი ერთადერთი ბუნებრივი გასავალი იყო ერწო თიანეთზე (დღევანდელი გზა სამხედრო დანიშნულებისაა და იგი რუსებმა გაიყვანეს XIX საუკუნეში) და მას უჯარმის ციხის განაპირა კოშკის მეციხოვნენი აკონტროლებდნენ. ციხე სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა კახელ თავადებსა თუ წარჩინებულებს ეკუთვნოდათ. მათი ბოლო მფლობელები ახმეტის ბატონები, ჩოლოყაშვილები იყვნენ.

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი