ქუჩის ისტორიები: ურეკის ქუჩა

ურეკი

ურეკის ქუჩა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში , კერძოდ თემქაზე.

ურეკი — დაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 4 მ., ოზურგეთიდან 24 კმ. ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან შემოსაზღვრულია მდინარეების სეფასა სუფსის შესართავებით, ხოლო აღმოსავლეთიდან აკრავს წვერმაღალას მთა. დაბის სტატუსი მიენიჭა 1953 წელს. ურეკში არის რკინიგზის სადგური სამტრედია-მახინჯაურის სარკინიგზო ხაზზე. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს2.

ურეკი ძველი დროიდანვე დასახლებული პუნქტი იყო. მდინარე სუფსის შესართავთან სხვადასხვა დროს აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების რამდენიმე განძი, რომელიც ცნობილია ურეკის განძის სახელით. დათარიღებაში აზრთა სხვადასხვაობაა: ძვ. წ. XVIII, XVII სს. (დ. ქორიძე და ა. რამიშვილი), ძვ. წ. II ათასწლეულის I ნახევარი (ო. ჯაფარიძე), ძვ. წ. XV, XIV სს. (თ. მიქელაძე). განძი მნიშვნელოვანია კოლხური ბრინჯაოს პერიოდიზაციის, წარმომავლობისა და ტიპოლოგიური ევოლუციის თვალსაზრისით. 1942 წელს ზღვისპირა დიუნის ყრილში ნაპოვნია გვიანანტიკური ხანის ნივთების განძი, რომელიც შეიცავდა III საუკუნის დასასრულის და IV საუკუნის დასაწყისის სამარხეულ ინვენტარს.

1929-1930 წლებში ურეკში მოეწყო ლიმონ-მანდარინის მეურნეობა 489 ჰექტარზე.[3] 1936, 1938 და 1948 წლებში ურეკში არქეოლოგიური სადაზვერვო გათხრები ჩატარდა, რომელთა დროსაც აღმოჩენილ იქნა ურეკის განძი.

1944 წელს დაიწყო მაგნეტიტის მოპოვება, 1955 აღმოჩნდა მაგნეტიტის ახალი ქვიშები. მაგნეტიტის უბანში დაიწყო საზღვაო კურორტის მშენებლობა, მოეწყო გამწვანება, სვერი, გზები, ელექტროფიკაცია. 1953 წელს ურეკს მიენიჭა დაბის სტატუსი. 1987 წელს აშენდა რვასართულიანი დასასვენებელი სახლი „მთის ბროლი“.

არსებობს თქმულება, რასაც მეცნიერთა ნაწილი ეთანხმება, რომ ურეკი ნიშნავს, ტყიან გაუვალ ადგილს, სადაც მონადირეებს უჭირდათ ნადირობა. მთიან სამეგრელოში არსებული მიკროტოპონიმი „ნა-ეკ-ურ-ა“ ამტკიცებს ურეკის განმარტებას, როგორც ღრმა, გაუვალი ადგილისა.

loading…

პოპულარული

„ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა“ - ექიმი დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
„ეგრეთ წოდებული სასულიერო პირების კისერზე იყოს, მიმიფურთხებია მაგათი ღირსებისთვის“ - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
"უჭირს მეტყველება და ჩვეულებისამებრ ვერ ამოძრავებს მარჯვენა კიდურს” - ადვოკატი დეკანოზ მამალაძის მდგომარეობაზე
ჰიპერტონული კრიზი - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე
მომსახურების სააგენტოს რუსთავის ცენტრალური ფილიალი ხვალ ავტოტრანსპორტის განბაჟება/რეგისტრაციას ვერ შეძლებს
„ჟამი ახლოს არს, უნდა მოვემზადოთ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის“- ილია მეორე
მატილდა გვარლიანი - ულამაზესი ქართველი მოდელი გამორჩეული სახელითა და სახით (ფოტოები)
ქურდობა გურიაში - სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა
„კაცებო, ეს თქვენ მაქციეთ ქალღმერთად... დავისახე მიზნად ყველა კაცს ჩემზე ეოცნება...მოვძებნე ხაზი უბიწო გარყვნილის“ - ხატია წერეთელი
დაწერე კომენტარი