ქუჩის ისტორიები: ტ. ტაბიძის ქუჩა

ტიციან ტაბიძე

ტ. ტაბიძის ქუჩა მდებარეობს ვაკის რაიონში.

ტიციან ტაბიძე (დ. 2 აპრილი ძვ. სტ. [21 მარტი], 1895 — გ. 16 დეკემბერი, 1937) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

დაიბადა 1895 წელს მღვდლის, იუსტინიანე ტაბიძის ოჯახში, ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (ამჟ. ვანის მუნიციპალიტეტი). ტიციანის დედა — ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.

1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901-1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. ტიციანი ერთი კლასით ჩამორჩებოდა გალაკტიონს. 1902-1903 სასწავლო წელს, გალაკტიონს არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიუღია არითმეტიკაში და მისთვის საშემოდგომო გამოცდა გამოუყოლებიათ, მაგრამ ეტყობა ვერც გამოცდაზე გამოამჟღავნა პოეტმა საგნის სასურველი ცოდნა და იგი დაუტოვებიათ იმავე კლასში. ტიციანმა კი რომელიც თავის ბიძაშვილს მხოლოდ ერთი კლასით ჩამორჩებოდა, წარმატებით ჩააბარა გამოცდები და მომდევნო ჯგუფში გადავიდა. ასე რომ, 1903-1906 წლებში ტიციანი და გალაკტიონი თანაკლასელები ხდებიან და ერთად სწავლობენ.– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში.

1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.

ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. მისი ნოველები, მინიატურები და ლექსები უკვე 1911 წლიდან იბეჭდებოდა „კოლხიდაში“, „სახალხო გაზეთში“, „ერში“, „თეატრი და ცხოვრებაში“.

loading…

პოპულარული

ფონიჭალაში დედა-შვილის დაღუპვაზე საუბრისას კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)
"მთელი ბავშვობა სიცრუეში გვაცხოვრეს"- "ქუჩის ბიჭების" და ნინი ქარსელაძის შესრულებულმა სიმღერამ უკმაყოფილება გამოიწვია (ვიდეო)
საგანგებო სამსახური ნანგრევებში მოყოლილი გარდაცვლილი ქალის პოვნის კადრებს ავრცელებს
„თეა წულუკიანი! შეაჩერეთ ეს ქალი!.. როგორ ბედავს?!“ - თაკო ჩარკვიანი
დაწერე კომენტარი