ქუჩის ისტორიები: ტყის შესახვევი

ტყე

ტყის შესახვევი მდებარეობს მთაწმინდის რაიონში.

ტყე — გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილი, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.

ტყის სახეობრივი შემადგენლობის, ძირითადი მცენარეების ბიოლოგიური თავისებურებების, მათი ხნოვანებისა და გარკვეული ფიზიკური-გეოგრაფიული პირობების მიხედვით, ტყეში მცენარეების რამდენიმე იარუსი ვითარდება. ზომიერი სარტყლის რთული შემადგენლობის ტყეში განასხვავებენ შემდეგ იარუსებს: პირველ იარუსს, რომელიც შედგება პირველი სიდიდის ტყის შემქმნელი ხეებისაგან (ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, წიფელი, მუხა და სხვა). მეორე იარუსს, რომელიც შექმნილია მეორე სიდიდის ხეებისაგან (ცაცხვი, ნეკერჩხალი, რცხილა, თელა და სხვა), მესამე იარუსს ქმნიან ბუჩქები (თხილი, შინდი, ჭანჭყატი, კუნელი და სხვა); მეოთხე და მეხუთე იარუსი კი შედგება ბალახოვანი და ხავსის საფრისაგან. ტყის სხვადასხვა იარუსზე ხანდახან გვხვდება ხვიარა და მცოცავი მცენარეები, ხოლო ტოტებსა და ჯირკვებზე სახლდებიან ხავსები, მღიერები, სოკოები და წყალმცენარეები — ე.წ. ეპიფიტები. ყველაზე რთული სტრუქტურის ტყეები ტროპიკებშია. ტროპიკულ „წვიმის ტყეებში“ ტყის შემქმნელი ხეები შეიძლება შედგებოდეს 3, ქვეტყე — 2 და ბალახოვანი საფარი — 3 ქვეიარუსისაგან. ჩრდილოეთისაკენ, ნიადაგისა და კლიმატის ცვლილებებთაბ ერთად, ჭარბობს მართივი სტრუქტურის ტყეები; ასევე მთის ფერდობების ზედა სარტყელში უმთავრესად მარტივი სტრუქტურის ტყები გვხვდება.

შედარებით მოზრდილ ტერიტორიაზე ტყე არაერთგვაროვანია. ტყეები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სახეობათა შემადგენლობით (წმინდა — ერთი სახეობისაგან ან შერეული — რამდენიმე სახეობისაგან შემდგარი), ფორმით (მარტივი ანუ ერთიარუსიანი და რთული — მრავალიარუსიანი), ხნოვანებით (ერთხნოვანი და ნაირხნოვანი), წარმოშობით (თესლით და ვეგეტატიური), სიხშირით, ბონიტეტით ანუ პროდუქტიულობით.

ტყე თავისი შემადგენლობით, ადგილსაარსებო პირობებით, განახლების პროცესით, წარმადობით და განვითარებით სხვადასხვაგვარია, რაც საფუძვლად უდევს ტყის ტიპებად დაყოფას. ტყის ტიპებს გამოყოფენ ტყის შემქმნელი მთავარი სახეობისა და ადგილსაარსებო პირობების ამსახველი ინდიკატორის (გაბატონებული ბალახის ან ქვეტყის ბუჩქის) მიხედვით, მაგ. ჩითისთვალიანი წიფლნარი, წყავის ქვეტყიანი ნაძვნარი და სხვა. განასხვავებენ ძირეულს და წარმოებულ ტყის ტიპებს. უკანასკნელი წარმოიქმნება ადამიანისა და სხვა ფაქტორების (ტყის მავნებლები, ხანძარი, ქარქცევა და სხვა) ზემოქმედების შედეგად. მთის ტყეებში ტყის ტიპების გამოყოფას ხშირად აძნელებს რელიეფის სირთულე, რაც იწვევს ადგილსაარსებო პირობების მოკლე მანძილზე ცვლას და ამის შედეგად ტყის ტიპის ხშირ მონაცვლეობას.

ტყის მცენარეულობა როგორც სახეობრივი შემადგენლობით, ისე ეკოლოგიური თავისებურებებით მკვეთრად იცვლება გეოგრაფიული განედებთან დაკავშირებით, ე. ი. ჰორიზონტალური ზონების მიხედვით. ტროპიკულ სარტყელში გავრცელებულია ტროპიკული „წვიმის ტყეები“, რომელსაც ახასიათებს სახეობრივი შემადგენლობის მრავალფეროვნება, მრავალიარუსიანობა, ეპიფიტების ფართო მონაწილეობა.ამ სარტყლის კონტინენტურ ნაწილში, ნალექების არათანაბარი განაწილების პირობებში სავანის ტყე ტროპიკული სარტყლის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ზღვის სანაპიროებზე, გავრცელებულია სუბტროპიკული ტყეები, სადაც გვხვდება ფოთლოვანი (ფოთლოვანი და მარადმწვანე ხეშეშფოთლიანი), ისე წიწვოვანი სახეობები. ისინი ტროპიკუო ტყეებთან შედარებით უფრო ღარიბია მერქნიანი ჯიშებით. ზომიერი ჰავის სარტყელში ფოთოლმცვვანი ფართოფოთლოვანი (მუხა, წიფელი, ცაცხვი, რცხილა და სხვა) და წიწვოვან-ფართოფოთლოვანი (ნაძვის, სოჭის, ფიჭვის მონაწილეობით) ტყეებია. ასეთი ტყეები გვხვდება მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მათთვის დამახასიათებელია დიდი სიხშირე და მრავალიარუსიანობა. უფრო ჩრდილოეთით გავრცელებულია მარად მწვანე წიწვოვანი ტყეები, რომლებიც ტყის პოლარულ საზღვარს აღწევს. ისინი სახეობათა შემადგენლობით ღარიბია — ძირითადი სახეობებია ნაძვი, ფიჭვი, ლარიქსი. მათ შორის ერთ-ერთი სახეობა წამყვანია და ტყეც მის სახელს ატარებს.

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი