ქუჩის ისტორიები: ტყვარჩელის ქუჩა

ტყვარჩელი

ტყვარჩელის ქუჩა მდებარეობს საბურთალოს რაიონში.

ტყვარჩელი (აფხ. Тҟәарчал; ქართ. ტრანს. ტყჿარჩალ) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ღალიძგაზე. ქალაქის სტატუსი მიიღო 1942 წელს. ქალაქის ძირითადი ინდუსტრიებია ქვანახშირის მოპოვება, სამშენებლო მასალების და სხვა საწარმოები. განთქმულია ბალნეოლოგიური კურორტით.

ტყვარჩელი ქალაქად გამოცხადდა 1942 წელს. ქვანახშირის მოპოვება ამ ადგილას 1935 წლიდან დაიწყო და მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დონბასის გერმანელების ხელში გადასვლის გამო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.

1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ომის პერიოდში ქალაქი ალყაში იყო მოქცეული ქართული ჯარების მიერ და მისი დარჩენილი მოსახლეობა მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდიდა. ქალაქს სურსათით, იარაღითა და დაქირავებული მებძოლებით რუსული სამხედრო ვერტმფრენები ამარაგებდა. ომის ბოლო ეტაპზე, ტყვარჩელიდან სისტემატურად იბომბებოდა კოდორის ხეობა. ქალაქი ქართულმა მოსახლეობამ ომის დასაწყისშივე დატოვა, მის გარშემო სოფელში დარჩენლი ქართველები კი ფაქტობრივად მძევლების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით, ტყვარჩელი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში შედის, თვითგამოცხადებული აფხაზეთის მოწყობით კი ამავე სახელწოდების ახლად ჩამოყალიბებული რაიონის ცენტრია 1995 წლიდან.

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი