ქუჩის ისტორიები: ს. მესხის ქუჩა

სერგო მესხი

ს. მესხის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში.

შავი ჩაი ასკილით

სერგეი სიმონის ძე მესხი (დ. 12 ოქტომბერი/24 ოქტომბერი, 1845, რიონი, ახლანდელიწყალტუბოს მუნიციპალიტეტი – გ. 21 ივლისი/2 აგვისტო, 1883, აბასთუმანი, დაკრძალულია რიონში) — ქართველიპუბლიცისტი, ჟურნალისტი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.

1856-1863 წლებში სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, 1863-1867 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტისსაბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე. 1867 სამშობლოში დაბრუნდა. 1868 წლიდან რედაქტორობდა გაზეთ “დროებას”. იყო “ახალი ახალგაზრდობის” ლიტერატურული ჯგუფის წევრი, “მამებისა” და “შვილების” ბრძოლის აქტიური მონაწილე. მისი წერილები ეხებოდა კრიტიკის თეორიას და პრაქტიკას, ფოლკლორისტიკას, თეატრს, დრამატურგიას, სალიტერატურო ენის სიწმინდეს და სხვ. თარგმნა ვიქტორ ჰიუგოს, ალფონს დოდეს და სხვათა ნაწარმოებები. დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული სალიტერატურო ენის, კრიტიკის, ჟურნალისტიკისა და ქართული თეატრის განვითარების საქმეში.

loading…
იტვირთება…

პოპულარული

მეგან მარკლის მორიგი ბრწყვინვალე ლუქი - სასექსის ჰერცოგინია სამეფო ეტლში პირველად გამოჩნდა (ფოტოები)
მეგან მარკლმა პრინცესა დაიანას ერთ-ერთი აიქონური ლუქი გააცოცხლა (ფოტოები)
შსს-მ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
„სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან” - ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)
დაწერე კომენტარი