ქუჩის ისტორიები: სტურუას ქუჩა

ლია სტურუა

სტურუას ქუჩა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში.

ლია სტურუა (დ. 15 მაისი, 1939) — ქართველი პოეტი. გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი.

ლია დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში. 1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ – ასპირანტურაში. 1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე – ,,ფერის მხატვრული ფუნქცია გ. ტაბიძის პოეზიაში.”

მუშაობდა უნივერსიტეტში – კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში – უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1999 წლიდან მუშაობს გ.ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.

პირველი წიგნი, ლექსების კრებული ,,ხეები ქალაქში”, გამოსცა 1962 წელს. გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული – ,,ბედნიერი სიჩუმე”, ,,რძეში ჩავარდნილი ქვა” (შეგრძნებების რომანი). წერს ესეებს, წერილებს. მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.

1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე.

loading…

პოპულარული

"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
ბერა ივანიშვილი დაინიშნა - ვინ არის ბიძინა ივანიშვილის რძალი?
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი