ქუჩის ისტორიები: სოხუმის ქუჩა

სოხუმი

სოხუმის ქუჩა დიდუბის რაიონში.

შავი ჩაი ასკილით

სოხუმი (აფხ. Аҟəа, „აყ°ა“ (აყუა)) — ქალაქი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისდედაქალაქი და სოხუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქად გამოცხადდა 1848წელს. მოსახლეობა 120 ათასი (1991 წ.). სოხუმი კონფლიქტამდე საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამრეწველო, სატრანსპორტო (საზღვაო პორტი, რკინიგზის სადგური, აეროპორტი), კულტურული და საკურორტო-ტურისტული ცენტრი იყო.

1992-1993 წლის აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ ქალაქმა დაკარგა თავისი მნიშვნელობა. 1993 წლის 27 სექტემბერს, აფხაზმა სეპარატისტებმა, ადგილობრივი სომეხი და ჩრდილო-კავკასიელი მოხალისეებისა და რუსული ჯარის დახმარებით შტურმით აიღეს სოხუმი. თითქმის ერთი წლის მანძილზე განუწყვეტელი დაბომბვებისა და შეტევების შედეგად ქალაქი ძლიერ დაზიანდა, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად ქალაქში განადგურდა 10 000-ზე მეტი შენობა.

სოხუმი გაშენებულია უმთავრესად მდინარეების გუმისთისა და კელასურის ქვემო დინებათა შორის მოქცეულ დაბლობ-ვაკეზე, მისი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი — მდინარეებს ბესლეთსა და კელასურსშორის მდებარე ვიწრო სანაპირო დაბლობ-ვაკეზე. ქალაქის დასახლება ვრცელდება გორაკ-ბორცვებზე, რომლებიც ზღვისპირა ვაკეს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება. სოხუმის ფართობია 27 კმ².

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა ქარელში - შსს-მ ბრალდებული დააკავა
უბედური შემთხვევა თბილისში - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ობიექტზე მამაკაცი გარდაიცვალა
დაწერე კომენტარი