ქუჩის ისტორიები: სიმონ დოლიძე

სიმონ დოლიძე

სიმონ დოლიძის ქუჩა მდებარეობს ვაკის რაიონში, კერძოდ ბაგებში.

სიმონ (სიკო) ბესარიონის ძე დოლიძე (დ. 6 თებერვალი, 1903. ოზურგეთი — გ. 17 ივლისი, 1983. თბილისი) — ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი. სტალინის პრემიის ლაურეატი (1950), სსრკ-ის სახალხო არტისტი(1965).

პირველად კინო 1900-იანი წლების დასაყისში ჩოხატაურში იხილა. ყმაწვილმა სიკომ ბებიის მიერ ჯაყვის საყიდლად მიცემული ორი შაური ვაჭარ არშაკას სარდაფში მოწყობილ ილუზიონში გადაიხადა, სადაც მან ვასილ ამაშუკელის მიერ ბაქოში გადაღებული ქრონიკა „აქლემებით ნავთის გადაზიდვა“ იხილა.

1925 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი და მუშაობა დაიწყო „სახკინომრეწვში“, ჯერ ადმინისტრატორად, შემდეგ რეჟისორის ასისტენტად. 1927 წელს შექმნა მოკლემეტრაჟიანი ფილმი „დღე ყარაჩოში“, 1931 წელს კი მხატვრული ფილმი „ზვავთა მხარეში“. ამას მოჰყვა „უკანასკნელი ჯვაროსნები“, დიდად გახმაურებული და პოპულარული „დარიკო“, „მეგობრობა“, „ჯურღაის ფარი“ (1950 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია), „ჭრიჭინა“, „ეთერის სიმღერა“, „ფატიმა“, „დღე პირველი დღე უკანასკნელი“ და სხვები. სიკო დოლიძე იყო თავისი ფილმების სცენარის ავტორიც. აღსანიშნავია ის რომ მან კინოხელოვნებას აზიარა სერგო ზაქარიაძე, თამარ ციციშვილი, აკაკი კვანტალიანი დასხვები.

1928 წელს კინოსტუდიაში ჩამოაყალიბა და სათავეში ჩაუდგა (ახლანდელი „ქართული ფილმი“) კინოქრონიკას. მოძრავი, დოკუმენტური და ანიმაციური კინოს რეჟისორი. დაჯილდოვებული იყო ლენინის, ოქტომბრის რევოლუციის, ორი შრომის წითელი დროშის, საპატიო ნიშნის ორდენებით და მედლებით. იყო საქართველოს რესპუბლიკის მრავალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ოზურგეთში დგას სიკო დოლიძის ძეგლი და არის მისი სახელობის ქუჩა.

loading…

პოპულარული

მაკა ჩიჩუა მსოფლიო ლიდერების შეხვედრაზე ბრწყინავდა - პირველი ლედის ფოტოები პარიზიდან
"აუტანელია მდაბიო მდიდრები" - მამა პეტრე სვეტიცხოვლის "დახურვაზე"
"ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი ჩვენი მემატიანეა!"- ქეთი დოლიძე 9 აპრილზე მეჩითოვის განცხადებას ეთანხმება
ფოტოები ბერა ივანიშვილისა და ნანუკა გუდავაძის ქორწილიდან
დაწერე კომენტარი