ქუჩის ისტორიები: რატილის ქუჩა

იოსებ რატილი

რატილის ქუჩა მდებარეობს ისნის რაიონში, კერძოდ ვაზისუბანში.

შავი ჩაი ასკილით

ჩეხი მომღერალი (ტენორი), ლოტბარი.

იოსებ რატილი (ნამდვილი გვარია – ნავრატილი) 1840 წლის 27 თებერვალს დაიბადა პარდუბიცეში. მუსიკალური განათლება მიიღო პრაღის კონსერვატორიაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მღეროდა პრაღისა და სხვა ქალაქების ოპერის თეატრებში. 1878 წლიდან ის ჰელსინკის ოპერის თეატრში გამოდიოდა.

რატილმა გასტროლები გამართა რუსეთის სხვადასხვა ქალაქში. 1880 წლიდან ის გახდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. აქ დაუახლოვდა ქართველ მუსიკოსებს: ა. ბენაშვილს, ა. ბალანჩივაძეს, ი. კარგარეთელს, კ. მაღრაძეს, ხ. სავანელს, ფ. ქორიძეს, ზ. ჩხიკვაძეს, გაეცნო ქართულ მუსიკალურ ფოლკლორს და მოიხიბლა თვითმყოფი, მრავალხმიანი, მდიდარი სიმღერებით.

1885 წელს რატილი სათავეში ჩაუდგა ლ. აღნიაშვილის მიერ შექმნილ ხალხური სიმღერის გუნდს. 1890 წელს მან ცალკე გუნდი შეადგინა, რომელთან ერთადაც პროპაგანდას უწევდა ქართულ სიმღერას. ჩაიწერა და დაამუშავა, ასევე, რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერაც.

გარდაიცვალა 1912 წლის 17 თებერვალს თბილისში.

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
ფიზიკური ანგარიშსწორება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის თანამშრომლებს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულბისას ფიზიკურად გაუსწორდნენ
„არ მაქვს მოლოდინი, რომ ის არ იქნება ჩინჩალაძის კლანის წარმომადგენელი“ - ნაზი ჯანეზაშვილი პრეზიდენტს აკრიტიკებს
„მოლოდინი არ გვაქვს, რომ საუკეთესო კანდიდატურას მივიღებთ“ - თამარ ჩუგოშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატზე
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - საპარლამენტო ოპოზიცია პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ელოდება
"დამხვდა ხამების ჯოგი... მე წავედი, მშვიდობა ყველას..." - რას წერდნენ და რამ გაანაწყენა მაიკო კაჭკაჭიშვილი, რომელმაც 65 კილო დაიკლო
თურქული კინოს ყველაზე ლამაზი წყვილი საბერძნეთში ისვენებს - ბურაკ ოზჩივითის და ფაჰრიე ევჯენის რომანტიული არდადეგები (ფოტოები)
ზურაბ ჯაფარიძე ამომრჩევლებს აუზში ხვდება (ფოტო)
21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
დაწერე კომენტარი