ქუჩის ისტორიები: მ. აბდუშელიშვილის ქუჩა

მალხაზ აბდუშელიშვილის ქუჩა მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში,მესხიშვილისა და ლომაურის ქუჩების კვეთაზე.

cyc

მალხაზ აბდუშელიშვილი (დ. 28 ნოემბერი, 1926, თბილისი, — გ. 23 თებერვალი 1998, თბილისი) — ქართველი ანთროპოლოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1993). საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1979).
1948 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. 1948 წელს დაიწყო მუშაობა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის განყოფილებაში ალექსანდრე ნათიშვილის ხელმძღვანელობათ; 1959 წლიდან ამავე განყოფილების გამგეა; მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა კავკასიის ძველი და თანადროვე მოსახლეობის (1950), აგრეთვე ინდოეთის სუბკონტინენტის ენდოგამიური პოპულაციების ანთროპოლოგიური კვლევა(1971); მის სახელთან არის დაკავშირებული ქართველი ხალხის ანთროპოლოგიური შესწავლა; კავკსიის და ინდოეთის მოსახლეობის ანთროპოლოგიური კლასიფიკაცია; ძირითადი ანთროპოლოგიური ტიპების ადგილის განსზღვრა ზოგად რასობრივ სისტემატიკაში და სხვა. ხელმძღვანელობდა სსრკ–ინდოეთის ერთობლივ ანთროპოლოგიურ ექსპედიციებს (1971, 1974–1975, 1978-1979, 1983). მალხაზ აბდუშელიშვილი ქართული ანთროპოლოგიური სკოლის ერთ–ერთი ფუძემდებელია. 1973 წლიდან იყო ევროპის ანთროპოლოგიის ასოციაციის წევრი. სრულიად ინდოეთის ადამიანის გენეტიკოსთა საზოგადოების საპატიო წევრი (1979), იუნესკოს ექსპერტი (1964).

რეკლამა

დაწერე კომენტარი