ქუჩის ისტორიები: მერაბ ალექსიძის ქუჩა

მერაბ ალექსიძის ქუჩა მდებარეობს საბურთალოს რაიონში, ბერბუქის ქუჩის პარალელურად.

cyc

მერაბ ალექსიძე (დ. 8 დეკემბერი, 1930, თბილისი — გ. 10 ივლისი, 1993) — ქართველი მეცნიერი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი.

1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი.

1958-1973 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოთვლით ცენტრში. 1964 წელს მოსკოვში, ო. შმიდტის სახელობის დედამიწის ფიზიკის ინსტიტუტში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 1967 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1973-1975, 1977-1986 წლებში გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეა სამეცნიერო ნაწილში. 1987 წელს აირჩიეს გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორად. 1992 წელს მან პირადი ინიციატივით უარი თქვა დირექტორობაზე და დაიკავა მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა. მერაბ ალექსიძემ წარმატებით შეიმუშავა და დანერგა გამოთვლითი მათემატიკის თანამედროვე მეთოდები. საინტერესო გამოკვლევები მიუძღვნა მათემატიკური ფიზიკის სასაზღვრო ამოცანების ამოხსნის ახალი მეთოდების დამუშავებას. დიდია მისი წვლილი თეორიული და გამოყენებითი გრავიმეტრიის განვითარებაში. აღსანიშნავია მისი შრომები გეოთერმიის სფეროში, რომლებშიც პირველად არის მოცემული სითბოგამტარებლობისა და თერმოდრეკადობის სამგანზომილებიანი სასაზღვრო ამოცანების რიცხვითი ამოხსნები. უკანასკნელ წლებში შეასრულა მთელი რიგი გამოკვლევები სეისმოლოგიის, სეისმომეტრიისა და გეოთერმიის სფეროში.

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი