ქუჩის ისტორიები: ლიკანის ქუჩა

ლიკანი
ლიკანის ქუჩა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში.
ბორჯომში მინერალური წყლის სამი საექსპლუატაციო უბანია:  ცენტრალური (ქალაქ ბორჯომის ფარგლებში),
ლიკანის (ლიკანის ტერიტორიაზე) და ვაშლოვან–ყვიბისის (სოფლების – ვაშლოვანისა და ყვიბისის ტერიტორიებზე). უბნებზე 9 საექსპლუატაციო ჭაბურ-ღილია, რომელთა სიღრმე 1200–1500 მეტრს აღწევს. ლიკანის (ყოფილი დაბა, ამჟამად ბორჯომის ნაწილი, დასახლება ქალაქის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში) თბილი (28-330C) მინერალური წყლის საბადოს ახასიათებს ჰიდროკარბონატების, მაგნიუმისა და კალციუმის შემადგენლობის განსაკუთრებული კომბინაცია და ბუნებრივი ნახშირორჟანგა გაზის სიუხვე, რაც 1500 მეტრის სიღრმიდან ამომავალ წყალს სასიამოვნო რბილ გემოს ანიჭებს. ლიკანში, მთებს შუა მდინარე მტკვრის პირას გაშენებულია ტყე-პარკი, სადაც ასწლოვანი მუხები და წიწვოვანი ხეები ხარობს. პარკის ცენტრში დგას რომანოვების სასახლე, რომლის ირგვლივ დეკორატიული ნარგავები და სკვერებია მოწყობილი. სასახლე რუსეთის დიდმა მთავარმა ნიკოლოზ მიხეილის ძე რომანოვმა ძმისთვის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-თვის 1892-95 წლებში არქიტექტორ ლეონტი ბენუას ააშენებინა. 1898 წელს სასახლის ელექტროენერგიით მოსამარაგებლად მდინარე ბორჯომულაზე რუსეთის იმპერიაში პირველი ჰიდროელექტროსადგური ააგეს. სასახლის კომპლექსი 7 კორპუსისგან შედგება. მთავარი სასახლე აშენებულია მავრიტანიულ სტილში და ორიგინალური არქიტექტურით გამოირჩევა – მას ყველა მხრიდან სხვადასხვა ფორმა აქვს. განსხვავებული სტილით არის გაწყობილი სასახლის თითოეული დარბაზიც. სასახლე მხოლოდ რომანოვების საყვარელი სააგარაკო ადგილი როდი იყო: საბჭოთა პერიოდში აქ ქვეყნის პირველი პირები ისვენებდნენ, მათ შორის, იოსებ სტალინიც, რომელიც ლიკანს 1951 წელს ესტუმრა. რომანოვების კაბინეტში, რომელსაც სტალინიც იყენებდა სამუშაოდ, დღემდე ხელუხლებელია ბელადი ხელით მიჭედებული ორი ისტორიული ლურსმანი: ერთი საწერ მაგიდაზე ქუდის დასაკიდებლად და მეორე – კედელზე, კიტელისთვის.
1. ლიკანი. სასახლე და პარკი. პარკის გაშენება XIX ს-ის ბოლოს დაიწყეს. მოიცავს 45 ჰა-ს, აქედან 16 ჰა ტყეა, 3 ჰა -საბაღე მეურნეობა, ხოლო დანარჩენი ტერიტორია დეკორატიულ ნარგვებს და საპარკე შენობებს მოიცავს. პარკში ხარობს იშვიათი ჯიშის ხეები, მათ შორის: ესპანური სოჭი, ყავისფერი წიფელი, ვერცხლისფერი ნაძვი, წითელი წაბლი – სულ ბაღში წიწვოვანი, ფოთლოვანი და ბუჩქოვანი ნარგავების 250-ზე მეტი სახეობაა გაშენებული. ლიკანის სასახლიდან მოჩანს კლდეზე აღმართული ადრეფეოდალური ხანის პეტრეს ციხე, რომელიც თავად ავალიშვილებს ეკუთვნოდა.
loading…
იტვირთება…

პოპულარული

მეგან მარკლის მორიგი ბრწყვინვალე ლუქი - სასექსის ჰერცოგინია სამეფო ეტლში პირველად გამოჩნდა (ფოტოები)
მეგან მარკლმა პრინცესა დაიანას ერთ-ერთი აიქონური ლუქი გააცოცხლა (ფოტოები)
შსს-მ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
„სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან” - ჟურნალისტური გამოძიება (ვიდეო)
დაწერე კომენტარი