ქუჩის ისტორიები: ლიბანის ქუჩა

ლიბანი

ლიბანის ქუჩა მდებარეობს გლდანის რაიონში, კერძოდ ავჭალაში.

ლიბანი (არაბ. لبنان‎‎) ოფიციალური სახელწოდება ლიბანის რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية اللبنانية‎‎) — ქვეყანადასავლეთ აზიაში, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით მას ესაზღვრება სირია, ხოლო სამხრეთით ისრაელი. მისმა მდებარეობამ ხმელთაშუა ზღვისპირეთსა და არაბულ სამყაროს შორის განაპირობა მისი მდიდარი ისტორია, კულტურული იდენტობა, რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნება.

ოსმალეთის იმპერიის დაშლისა და პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ლიბანი გახდა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორია. 1943 წელს ლიბანმა დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საფრანგეთის ჯარებმა ქვეყნის ტერიტორია 1946წელს დატოვეს.

1975-1990 წლების სამოქალაქო ომამდე ლიბანი სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო, წარმოადგენდა არაბული სამყაროს ფინანსურ და საბანკო დედაქალაქს, რისთვისაც მას „ახლო აღმოსავლეთის შვეიცარიასაც“ კი უწოდებდნენ. ლიბანი პოპულარულია ასევე ტურისტებს შორისაც. ომის დასრულების შემდეგ დაიწყო ეკონომიკის რეკონსტრუქცია.

loading…

პოპულარული

„ამ მშობლის შვილს ტორტი არ უწილადეს... დააყვედრეს, დედაშენს ფული არ დაუდიაო...ბავშვი ატირებული მივიდა სახლში“ - ბულინგის მორიგი ფაქტი სკოლაში
"ვინ მოგცათ უფლება მ.კ.-ს გამოუტანოთ მსჯავრი? - ბესელია ომბუდსმენს და უმცირესობას
22 სექტემბრის ასტროლოგიური პრონოზი
საზარელი ავარია გორში - გარდაცვლილია მოტოციკლის მძღოლი
დაწერე კომენტარი