ქუჩის ისტორიები: ლაღიძის ქუჩა

რევაზ ლაღიძე

რ. ლაღიძის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში.

რევაზ ლაღიძე (დ. 10 ივლისი, 1921 — გ. 16 ოქტომბერი, 1981) — ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1941)

რევაზ ილიას ძე ლაღიძე 1921 წლის 10 ივლისს დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ობჩაში (ამჟამინდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი). 1939 წელს დაამთავრა თბილისის IV სამუსიკო სასწავლებელი (ვიოლინოს განხრით), 1941-1949 წლებში ვიოლინოზე უკრავდა სიმფონიურ ორკესტრებში. 1948 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). ლაღიძე სხვადასხვა ჟანრის მუსიკალური ნაწარმოებების ავტორია. მას ეკუთვნის ოპერა „ლელა“ (1973), მუსიკალური კომედიები „მეგობრები“ (1951) და „კომბლე“ (1957), სიმფონიური პოემა „სამშობლოსათვის“ (1949), სიმფონიური სურათი „საჭიდაო“ (1952), რამდენიმე საგუნდო სიმღერა-კანტატა („სიმღერა სამშობლოზე“, „ბალადა ვაზზე“, „ოდა მესხეთზე“, „მოხეური ბალადა“ და სხვა), საფორტეპიანო („ტოკატა“ და სხვა) და ჩელოს („პოემა“, „ელეგია“ და სხვა) პიესები, ერთნაწილიანი კანტატა „მელის ვარძია“ შერეული გუნდისა და ორკესტრისათვის (1966, ირ. აბაშიძის ლექსზე ციკლიდან „რუსთაველის ნაკვალევზე“), მუსიკა სპექტაკლებისა (გ. ქელბაქიანის „ახალგაზრდა მასწავლებელი“, ლ. ქიაჩელის „ტარიელ გოლუა“ და სხვა სულ 40-ზე მეტი) და კინოფილმებისათვის („საბუდარელი ჭაბუკი“, „ნინო“, „ზვიგენის კბილი“, „ხევისბერი გოჩა“ და სხვა. სულ 30-ზე მეტი). ნაყოფიერად მუშაობდა სიმღერის ჟანრში. მისი სიმღერები გამოირჩევა იშვიათი მელოდიურობითა და გულწრფელობით. პოპულარულია ლაღიძის „სიმღერა თბილისზე“.

რევაზ ლაღიძე ეწეოდა ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას. იყო პუშკინის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის მუსიკის კათედრის გამგე. 1964წლიდან კონსერვატორიის პედაგოგი (კამერული ანსამბლი). მიიღო სსრ სახელმწიფო პრემია (1977) და რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო პრემია (1975).

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

loading…

პოპულარული

"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
"რატომღაც არ კადრულობს სოფლების შემოვლას... ალბათ ეშინია, ძროხის ფუნაში არ ჩაადგას ფეხი და მის „შანელის“ კოსტიუმს შარაგზის ტალახი არ მიესხას"
დაწერე კომენტარი