ქუჩის ისტორიები: კურსკის ქუჩა

კურსკი

კურსკის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში.

კურსკის ბრძოლა — საბჭოთა არმიის საბრძოლო მოქმედება კურსკის შვერილის რაიონში დიდი სამამულო ომის (1941-45) დროს, 1943 წლის 5 ივლისიდან 25 აგვისტომდე, ფაშისტური გერმანიის ჯარების დიდი შემოტევის ჩასაშლელად და მათ გასანადგურებლად.

კურსკის ბრძოლა იყოფა თავდაცვითი ბრძოლების და კონტრშეტევის პერიოდებად. სტალინგრადის ბრძოლაში (1942-43) და საბჭოთა არმიის ზამთრის შეტევის დროს დამარცხების შემდეგ ფაშისტური გერმანიის სარდლობამ დაკარგული სტრატეგიული ინიციატივის დაბრუნების მიზნით სსრკ-გერმანიის ფრონტზე დიდი შეტევის წამოწყება გადაწყვიტა. შეტევისათვის გერმანიის სარდლობამ შეარჩია მისი არმიების განლაგებაში ღრმად შეჭრილი ე. წ. კურსკის შვერილი. გერმანიამ აქ თავი მოუყარა 50 მდე დივიზიას, 2 სატანკო ბრიგადას, 3 ცალკე სატანკო ბატალიონს და საიერიშო ქვემეხების 2 დივიზიონს, რომლებიც შედიოდნენ არმიათა ჯგუფ „ცენტრის“ მე-9 და მე-2 არმიებში, და არმიათა ჯგუფ „სამხრეთის“ მე-4 სატანკო არმიასა და ოპერატიულ ჯგუფ „კემპში“. გარდა ამისა, დამრტყმელი დაჯგუფების ფლანგებს ემიჯნებოდა დაახლოებით 20 დივიზია. ოპერაცია მიზნად ისახავდა კურსკის მიმართულებაზე მოულოდნელი შემხვედრი დარტყმებით საბჭოთა არმიის დაჯგუფების გარემოცვასა და განადგურებას, წარმატების შემთხვევაში — შეტევის განვითარებას. ოპერაციას „ციტადელი“ უწოდეს. საბჭოთა არმიას ყველა შესაძლებლობა ჰქონდა კურსკის შვერილის რაიონში თვითონ გადასულიყო შეტევაზე, მაგრამ უმაღლესი მთავარსარდლობის ბანაკმა 12 აპრილს განზრახ მოწყობილ და წინასწაარ დაგეგმილ თავდაცვაზე გადასვლა გადაწყვიტა, რათა საბჭოთა ჯარებს მესამე რაიხის დამრტყმელი დაჯგუფებები მოექანცათ და შემდეგ კონტრშეტევაზე გადასულიყვნენ, დაესრულებინათ მათი განადგურება და საერთო შეტევა წამოეწყოთ სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე. ცენტრალური ფრონტის ჯარები იცავდნენ კურსკის შვერილის ჩრდილოეთ მხარეს, ვორონეჟის ფრონტის ჯარები — სამხრეთ მხარეს. მათ ზურგში დაჯგუფდა მძლავრი სტრატეგიული რეზერვი სტეპის ფრონტი. ფრონტების მოქმედებათა კოორდინაცია დაეკისრათ მთავარბანაკის წარმომადგენლებს — საბჭოთა კავშირის მარშლებს გეორგი ჟუკოვსადა ალექსანდრე ვასილევსკის.

კურსკის 50 დღიან ბრძოლებში განადგურდა გერმანელთა 30 დივიზია და მწყობრიდან გამოვიდა ნახევარ მილიონზე მეტი კაცი. საბჭოთა ავიაცია საბოლოოდ გაბატონდა ჰაერში. კურსკის ბრძოლის წარმატებას ხელი შეუწყო პარტიზანთა აქტიურმა მოქმედებამ. არმიამ საბოლოოდ განამტკიცა სტრატეგიული ინიციატივა. 1943 წლის გამარჯვებებს შორის კურსკის ბრძოლა იყო გადამწყვეტი, რომელმაც განაპირობა ძირეული გარდატეხა დიდი სამამულო ომისა და II მსოფლიო ომისმსვლელობაში, უზრუნველყო 1943 წლის ბოლოსათვის მარცხენა ნაპირის უკრაინის გათავისუფლება და გერმანელთა თავდაცვის შემუსვრა დნეპრზე. ფაშისტური გერმანიის სარდლობა იძულებული გახდა უარი ეთქვა შეტევით სტრატეგიაზე და მთელ ფრონტზე თავდაცვაზე გადავიდა. ამის შედეგად განხორციელდა ინგლის-ამერიკის ჯარების გადასხმა სიცილიაზე და იტალიაში.

loading…

პოპულარული

საქართველოს პატრიარქი საგანგებო მიმართვას ავრცელებს - ილია მეორე სასულიერო პირებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს
"თქვენ არ გაქვთ იდეალები და ფულის გარდა არაფერი გაერთიანებთ, ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ წინასწარ იცით სასტიკად დამარცხდებით"- გრიგოლ ვაშაძე ენმ-ს დეპუტატის ცემის ფაქტზე
„გრიგორიჩ დაგიძველდა ვირეშმაკული მეთოდები...“ - სააკაშვილი ივანიშვილს მიმართავს (ვიდეო)
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს და მედიასაშუალებებს მისი განცხადებების ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს
ზეწოლა "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფზე" - ნატო ჩხეიძე მაღალჩინოსანთა გვარების დასახელებას აანონსებს
"სკოლიდან მოსულმა, ღირსებაშელახულმა რამდენიმე კითხვა დამისვა..." - ბულინგი მასწავლებლის მხრიდან ქუთაისის ერთ-ერთ სკოლაში
"ბევრი გოგო მწერს... იქნებ ვისთან ვწევარ იმწუთას, როცა შენ მწერ?" - გიორგი გასვიანი
გორის N1 სკოლის მოსწავლეები მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ (ვიდეო)
"მაქსიმეს მომხდარის გამო ბოდიშს მოუხდის... იმედი მაქვს გაკვეთილზე "კაპიშონით" აღარ იჯდება" - რა უთხრა მასწავლებელმა მშობელს შესაძლო ბულინგის შესახებ
დაწერე კომენტარი