ქუჩის ისტორიები: კვალის ქუჩა

კვალი

კვალის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში.

solva.ge

„კვალი“ — ქართული ყოველკვირეული პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული გაზეთი, ეროვნულ-ლიბერალური მიმართულებისა. გამოდიოდა 1893–1904 წლებში თბილისში. 1893–1896 წლებში გაზეთი დიდ ადგილს უთმობდა „მესამე დასის“ დამწყებ ლიტერატორებს. 1897 წლიდან გადავიდა „მესამე დასის“ უმრავლესობის ხელში, ხოლო ბოლშევიკებისა და მენშევიკების ფრაქციებად გაყოფის შემდეგ ქართველი მენშევიკების ორგანო გახდა. ქვეყნდებოდა სტატიები საქართველოს ეკონომიკის, ისტორიის, ეთნოგრაფიის, გეოგრაფიისა და მეცნიერების სხვადასხვა დარგებიდან. იბეჭდებოდა მხატვრული ლიტერატურა, პუბლიცისტური და კრიტიკული წერილები, ბიბლიოგრაფია.

რედაქტორი-გამომცემლები — ა. თუმანიშვილი-წერეთლისა (ფაქტობრივი რედაქტორი-გამომცემელი — გ. წერეთელი), ა. ალექსი-მესხიშვილი. დაიხურა მთავრობის განკარგულებით.

loading…

პოპულარული

"მაპატიეთ... ყველაფერი კარგად იქნება" - მაია ასათიანი მაყურებელს მიმართავს
"სიტყვა ინტიმი სულაც არ არის სალანძღავი, საქმეში ბევრი სკანდალური დეტალია"- შეყვარებულის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი
„სასწრაფოდ უნდა დადგინდეს, რა ვითარებაში გარდაიცვალა არჩილ ტატუნაშვილი“ - გიორგი კვირიკაშვილი
„ყელი გამოჭრა... 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული“ - ანა ნაცვლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
გააკეთე კომენტარი!