ქუჩის ისტორიები: კედიას ქუჩა

მიხეილ კედია

კედიას ქუჩა მდებარეობს  დიდუბის რაიონში.

შავი ჩაი ასკილით

მიხეილ კედია (დ. 1902, თბილისი — გ. 20 აგვისტო, 1954) — ქართველი ემიგრანტი გერმანიაში, აბვერის თანამშრომელი, მეორე მსოფლიო ომის დროს საკონცენტრაციო ბანაკებიდან დაიხსნა ათასამდე ებრაელი.

1921 წელს საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო მიხეილ კედია იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. იგი გერმანიაში დამკვიდრდა, სადაც დაამთავრა ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი. მოგვიანებით კედია საცხოვრებლად საფრანგეთში გადავიდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველ ემიგრანტებთან ერთად მუშაობდა აბვერში. საფრანგეთის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტებმა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ებრაელები დააპატიმრეს. მათ შორის იყო საქართველოს ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ყოფილი მოადგილე იოსებ ელიგულაშვილი. ის იყო ქართული ეროვნული განძის საფრანგეთსი ევაკუაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ქართველ ემიგრანტთა ჩარევითა და მიხეილ კედიას მოხერხებულობით, გერმანელებმა ელიგულაშვილი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ იგი კედიასთან ერთად იბრძოდა ქართველ ებრაელთა გამოსახსნელად. 1941 წლის 10 მარტს პარიზის სამხედრო კომენდანტ დოქტორ შტენგერს გაეგზავნა ქართველ ებრაელთა მემორანდუმი. მასში აღნიშნული იყო, რომ ქართველი ებრაელები სემიტები კი არა, არამედ ქალდეველები იყვნენ, რომლებმაც იუდაიზმი იწამეს და კავკასიაში დამკვიდრდნენ. ეს არგუმენტაცია დასაბუთებულად მიიჩნიეს ნაცისტმა მაღალჩინოსნებმა, რომლებსაც ამაში დაბეჯითებით არწმუნებდნენ მათი ქართველი კოლეგებიც: მიხეილ კედია, გიორგი მაღალაშვილი და გივი გაბლიანი. ამის შემდეგ ნაცისტებმა გააუქმეს ქართველ ებრაელთა დეპორტაციის განკარგულება. ამის წყალობით 70 ქართველი ებრაელი სიკვდილს გამოჰგლიჯეს ხელიდან. ამასთანავე, მიხეილ კედიას მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტებით სიკვდილს გადაარჩინეს ათასზე მეტი არაქართველი ებრაელი. გერმანიის დამარცხების შემდეგ ებრაელებმა სასამართლო პროცესზე ერთხმად დაუჭირეს მხარი მიხეილ კედიას და მოითხოვეს დანარჩენ დაპატიმრებულ ქართველთა გათავისუფლება. ისინი ამასთანავე ყოველთვიურად ფინანსურად ეხმარებოდნენ ქართველ ემიგრანტთა ოჯახებს. ომის შემდეგ მიხეილ კედია ჟენევაში დასახლდა, სადაც იგი 1954 წელს გარდაიცვალა.

loading…

პოპულარული

შანტაჟი სექსუალური ფოტო-ვიდეოებით - ოზურგეთში, 16 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე წერილი დატოვა
"ნუ გეშინია! ჩვენები გელოდებიან, გულში ჩაგიკრავენ" - განო მელითაურის ემოციური პოსტი ზუზუს გარდაცვალებაზე
"თვითმკვლელთა უმეტესობა ეკლესიური იყო...რა ხდება მაშინ?! მოძღვრები ჟანდარმები არა, სულიერი მამები უნდა იყვნენ" - პეტრე კოლხი
ძლიერი სეტყვა, დატბორილი სახლები და განადგურებული ვენახები კახეთში - სოფლები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა
დაწერე კომენტარი