
კასპის ქუჩა მდებარეობს ისნის რაიონში, კერძოდ ავლაბარში.
კასპი — ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, კასპის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. გაშენებულია მდინარე ლეხურის ნაპირებზე, იქ, სადაც მდინარე კვეთს კვერნაქის სერს და გამოდის ვაკეზე. რკინიგზის სადგური ზღვის დონიდან 560 მ, თბილისიდან 48 კმ. ქალაქად გამოცხადდა 1959წელს. მოსახლეობა 13 423 კაცი (2014 წ.).
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. კასპში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ეკლესიები — კვირაცხოველი, ღვთისმშობელი და „შუბნიშანი“. ქალაქში დგას გიორგი სააკაძის ძეგლი 1971, (მოქანდაკე მ. ბერძენიშვილი, არქიტ. გ. ჯაფარიძე). და 1941—1945 დიდ სამამულო ომში, ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი.