ქუჩის ისტორიები: თოიძის ქუჩა

მოსე თოიძე

თოიძის ქუჩა მდებარეობს ჩუღურეთის რაიონში.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

მოსე ივანეს ძე თოიძე (დ. 21 იანვარი, 1871, თბილისი — გ. 17 ივნისი, 1953, იქვე) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი (1953), სსრკ სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი (1947), თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1922), ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

მამით ადრე დაობლებული დედამ გაზარდა დიდ გაჭირვებაში. ხატვისადმი მიდრეკილება ჯერ კიდევ სკოლაში გამოავლინა და 13 წლის ყმაწვილი სახელოსნო სასწავლებელში მიაბარეს. 1887 წელს ჭაბუკმა დაამთავრა სასწავლებელი და იქვე დატოვეს ზეინკალ მასწავლებლად.

ამ პერიოდში მ. თოიძე დაუახლოვდა ცნობილ რევოლუციონერებს, გოლა და შიო ჩიტაძეებს და მათ წრეს, სადაც თავს იყრიდნენ რადიკალურად განწყობილი ქართველი ინტელიგენციის წარმომადგგენლები. აქვე შეხვდა მაქსიმ გორსკის, რომელმაც დიდი გავლენა იქონია ახალგაზრდა შემოქმედის მომავლა ბედზე.

25 წლის მოსე თოიძე გაემგზავრა პეტერბურგში სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად. დიდი სიძნელეების მიუხედავად, 1896 წელს იგი ჩაირიცხა ე.წ. „მალიავინის ჯგუფში“, რომელსაც ილია რეპინი მეურვეობდა. მუშაობდა ილია რეპინის სახელოსნოში.[1] 1901 მოსე თოიძემ დაამთვარა სამხატვრო აკახემია, შეასრულა დიდფორმატიანი სადიპლომო ფერწერული ტილო „მცხეთობა“, მაგრამ სტუდენტთა პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო იგი დააპატიმრეს და ეტაპით გამოგზავნეს თბილისში.

ამის მიუხედავათ „მცხეთობას“ წარმატება არ მოჰკლებია. 1901 წელს რუსეთთან საქართველოს შეერტების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე სურათი ოქროს მედლით დააჯილდოვეს.

მ. თოიძე სტუდენტობიდან როგორც მხატვარი თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკაში („კვალი“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „ფასკუნჯი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვა.). სტუდენტობის წლების ნამუშევრებიდან ყურადღებას იქცევს „რუსი გლეხი“, „პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის სტუდენტის პორტრეტი“, „მზარეული“, გვიანდელი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: „ებრაელის პორტრეტი“, „სამჭედლო“.

მ. თოიძე მუშაობდა სახვითი ხელოვნების ყველა დარგში, მაგრამ განსაკუთრებული ღვაწლი დასდო საყოფაცხოვრებო და ისტორიულ-რევოლუციურ ჟანრებს, თუმცა არანაკლები წარმატებები ჰქონდა პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტების ჟანრშიც. მისი ტილოებიდან აღსანიშნავია: „რევოლუცია“, „მრისხანე ბატონი“, „გრიშაშვილის პორტრეტი“, „მ. ჭიაურელის პორტრეტი“, „დედის პორტრეტი“, „ქალიშვილის პორტრეტი“ და სხვა. იგი სისტემატურად იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა გამოფენებში.

მოსე თოიძე ერთ-ერთი იყო, ვინც საფუძველი ჩაუყარა ჩვენში პროფესიულ სამხატვრო განათლებას. მისი დაარსებული სამხატვრო სტუდია გაიარეს მომავალში ისეთმა მხატვრებმა როგორიც იყვნენ: უ. ჯაფარიძე, ს. ვირსალაძე, ქ. მარალაშვლილი, კ. მერაბიშვილი, დ. კაკაბაძე, კ. სანაძე, არქიტექტორი გ. ლეჟავა და სხვა. მოსე თოიძე ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებლად ითვლება. თოიძე მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში. ნაყოფიერად მოღვაწეობდა საყოფაცხოვრებო, ისტორიული, პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტის ჟანრებში.

დაჯილდოვებული იყო ლენინისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებითა და მედლებით.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. მისი მეუღლის საფლავი დაკარგულია თუმცა დიდუბის პანთეონში მოსე თოიძის სახელის გვერდზე არის მისი მეუღლის სახელი დაწერილი.

loading…
გააკეთე კომენტარი!