ქუჩის ისტორიები: თმოგვის ქუჩა

თმოგვის ციხე

თმოგვის ქუჩა მდებარეობს ნაძალადევის რაიონში, კერძოდ სან.ზონაში.

იზრუნე ჯანმრთელობაზე

თმოგვის ციხე, ისტორიული ციხე-ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვი).

წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ 914 წელს არაბთა სარდალმა აბულ-კასიმმა აღმოსავლეთ საქართველო და სამცხეთ ჯავახეთი მოაოხრა. თმოგვსაც დაეცა.

XVI საუკუნეში თმოგვი ათაბაგ ივანეს ხელშია, შემდგომ კი ხან რჩეულაშვილებს ხან ამატაკიშვილებს უკავიათ.

1576-1578 წლებში შალიკაშვილის ხელმძღვანელობით მესხხეთის აზნაურთა ბრძოლა ათაბაგის წინააღმდეგ თმოგვის მიდამოებში სასტიკი ბრძოლით აღინიშნა. თმოგვი ძირითადად დასაყრდენი იყო შალიკაშვილისა. სხვა ციხეებთან და ქვაბებთან ერთად, მანუჩარ ათაბაგმა თმოგვის ქალაქი დაარბია და ციხე თვით დაიჭირა.

1578 წელს ოსმალები შემოვიდნენ სამცხეში და თმოგვი მანუჩარ ათაბაგმა ლალა-ფაშას გადასცა, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში – ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.

XVIII საუკუნეში თმოგვში მოსახლეობა შემცირდა. მისი ძველი დიდება დაეცა და ვახუშტის ცნობით “თმოგვი იყო ქალაქი, არამედ აწ არს დაბაო”.

loading…
გააკეთე კომენტარი!