ქუჩის ისტორიები: ესენინის ქუჩა

სერგეი ესენინი

ესენინის ქუჩა მდებარეობს სამგორის რაიონში, კერძოდ ორხევში.

 

სერგეი ალექსანდრეს ძე ესენინი (რუს. Сергей Александрович Есенин; დ. 21 სექტემბერი/3 ოქტომბერი, 1895, სოფელი კონსტანტინოვო, რიაზანის გუბერნია ― გ. 28 დეკემბერი 1925, ლენინგრადი, დაკრძალულია მოსკოვში) — რუსი პოეტი-იმაჟინისტი. აისედორა დუნკანის მეუღლე.

დაიბადა სოფელ კონსტანტინოვაში, რიაზანის გუბერნიაში, გლეხის ოჯახში. მამა — ალექსანდრე ნიკიტას ძე ესენინი (1873-1931). დედა — ტატიანა თედორეს ასული ტიტოვა (1875-1955). 1904 წელს ესენინი გლეხების სასწავლებელში შევიდა, რომლის დამთავრების შემდეგაც, 1909 წელს სწავლა დაიწყო საეკლესიო-სასულიერო სასწავლებლის სკოლაში (შემდგომში მისი სახელობის მუზეუმი), სპას-კლეპიხში. სკოლის დამთავრებისას, შემოდგომაზე, 1912 წელს ესენინი სახლიდან წავიდა და მოსკოვს მიაშურა. თავიდან მუშაობდა ყასაბად ხორცის ჯიხურში, შემდეგ კი ტიპოგრაფად. 1913 წელს მოსკოვის შანიავსკის სახელობის საქალაქო სახალხო უნივერსიტეტში მსმენელად მოეწყო. მუშაობდა ტიპოგრაფიაში და მეგობრობდა მუსიკალურ და ლიტერატურულ წრეებთან.

1925 წლის 28 დეკემბერს ესენინი გარდაცვილი იპოვეს ლენინგრადის სასტუმრო „ანგლეტერში“. მისი უკანასკნელი ლექსი „ნახვამდის ჩემო მეგობარო, ნახვამდის“, ვოლფ ერლიხის ცნობით დაწერილი იქნა პოეტის სისხლით, რადგან იმ დროს ნომერში არ იყო მელანი.

სიკვდილის ვერსია, რომელიც უფრო სასიამოვნო იყო აკადემიკოსთა გამომძიებლებისთვის არის „ფსიქიკური აშილობა, ფსიქიატრიული კლინიკის დატოვებიდან ერთი კვირის შემდეგ პოეტმა თავი ჩამოიხრჩო“.

ლენინგრადში სახალხო პანაშვიდის შემდეგ, ცხედარი მოსკოვში გადაასვენეს, სადაც გარდაცვლილის მეგობრებისა და ოჯახის წევრებისა გამომშვიდობება მოეწყო. 1925 წლის 31 დეკემბერს დაკრძალეს მოსკოვში, ვაგანკოვსკის სასაფლაოზე.

loading...

პოპულარული

"აღელვება" თუ არაკომპეტენტურობა: რა განსხვავებაა სწრაფსა და დაჩქარებულ ტესტებს შორის და რომელს იყენებს ჯანდაცვის სამინისტრო ჩაკეტილ რეგიონებში
5 ახალი ინფიცირებული რამდენიმე საათში - კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 90-მდე გაიზარდა
''ოთხი შვილი შოშიებივით შემომყურებენ როდის მივუტუან საჭმელს..მიწა მოგვაყარეს, ცოცხლად დაგვმარხეს'' -COVID-19 -ის გამო სოციალურად დაუცველებს, მთვრობამ ყოველთვიური შემოსავალი შეუწყვიტა
''ამ ეტაპზე ვირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი გამოჯანმრთელდა'' - მარინა ეზუგბაია
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
''მასშტაბური ეპიდემიის ზღვარზე ვართ, შესაძლოა, გადაიზარდოს იტალიის მსგავს პროცესებში'' - ამირან გამყრელიძე
სამხრეთ კორეა კორონავირუსს ამარცხებს- საავადმყოფოებში მოთავსებულ დაავადებულ პაციენტთა რიცხვს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ გადაასწრო
სასტიკი მკვლელობა გურჯაანში - მამამ 3 თვის შვილი მოკლა
მსახიობი ია სუხიტაშვილი კარანტინში მოათავსეს
დაწერე კომენტარი