ქუჩის ისტორიები: თ. დავითაიას ქუჩა

თეოფანე დავითაია

თეოფანე დავითაიას ქუჩა მდებარეობს ისნის რაიონში, კერძოდ ვაზისუბანში.

 

თეოფანე ფარნას ძე დავითაია (დ. ძველი სტილით [2 სექტემბერი], ახალი სტილით [15 სექტემბერი], 1911, ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი, — გ. 29 ივლისი, 1979, თბილისი, საქართველო) — ქართველი გეოგრაფი, კლიმატოლოგი და აგრომეტეოროლოგი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1951), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1966). სანქტ-პეტერბურგისა (1950-1951) და მოსკოვის (1955-1961) უნივერსიტეტების პროფესორი; ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი (1962-1979); საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი (1970-1979); საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1979). საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის წევრი 1939 წლიდან.

დიდი წვლილი მიუძღვის კლიმატისა და ამინდის არახელსაყრელ პირობებთან (გვალვა, ხორშაკი, წაყინვა) ბრძოლის მეთოდების თეორიულ დასაბუთებაში, დაამუშავა აგროკლიმატური დარაიონებისა და კლიმატისსასოფლო სამეურნეო შეფასების მეთოდები, შექმნა კლიმატის საწარმოო შეფასების ახალი მეცნიერული მიმართულება, დაადგინა თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენით ბუნებაში თავისუფალი ჟანგბადის სისტემური კლების აქამდე უცნობი მოვლენა. მას ასევე დიდი წვლილი მიუძღვის „საქართველოს ატლასის“ შექმნაში. მისი მონაწილეობით და რედაქტორობით შეიქმნა „კუბის ეროვნული ატლასი“. დიდი წვლილი მიუძღვის კუბის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებაში.

რეკლამა

დაწერე კომენტარი