ქუჩის ისტორიები: გ. აბაშიძის ქუჩა (მთაწმინდა)

გრიგოლ აბაშიძის ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, პუშკინის ქუჩის კვეთაზე.

გრიგოლ გრიგოლის ძე აბაშიძე (დ. 19 ივლისი/1 აგვისტო 1914, ზედა რგანი ჭიათურის მუნიციპალიტეტი — გ. 29 ივლისი 1994, თბილისი) — ქართველი პოეტი და პროზაიკოსი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო სტალინის მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა – “სამხრეთის საზღვარზე” (1949), “ლენინი სამგორში” (1950, ორივე ციკლისთვის – სახელმწიფო პრემია, 1951), “თუნდ დავიარო მთელი სამყარო” (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.მასვე ეკუთვნის პიესა “მოგზაურობა სამ დროში” (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.

პოპულარული

26 წლის ბეტა ნაჭყებია მეუღლემ ლოგინში მოკლა - სურამში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"არ ქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მაინც ამ სახელს დავარქმევდით" - რას არქმევენ ბავშვს ილო ბეროშვილი და ანი ბებია (ვიდეო)
26 წლის გოგოს მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა - სურამში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)
ყალბი ნაომი კემბელი, ანჯელინა ჯოლი და ქეით მოსი - დემნა გვასალიამ მსოფლიო კიდევ ერთხელ აალაპარაკა
დაწერე კომენტარი