ქუჩის ისტორიები: გ. აბაშვილის ქუჩა

გიორგი აბაშვილი  დაიბადა 08.01.1910 ქალაქ თბილისში, გარდაიცვალა 26.09.1982 ლენინგრადში.ის იყო სამხედრო საზღვაო მოღვაწე,საბჭოთა ვიცე-ადმირალი.

cyc

მან დაამთავრა ლენინგრადის  სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი (1931) და დაინიშნა ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსან “ვოლოდარსკის” შტურმანად. 1932-1934 წლებში საესკადრო ნაღმოსან “ლენინის” შტურმანი იყო, 1935-1936 – სასწავლო გემის უფროსის მოადგილე, 1936 – საგუშაგო ხომალდ “პურგას”, ხოლო 1939- საგუშაგო ხომალდების დივიზიონის მეთაური. მონაწილეობდა ფინეთის წინააღმდეგ ომსა და მეორე მსოფლიო ომში. 1944 წელს მეთაურობდა საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონს, იყო ბალტიის ზღვის ფლოტის შტაბის უფროსის მოადგილე; თავი გამოიჩინა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის ბრძოლაში. 1962 წ. კარიბის კრიზისის  დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე. ზოგიერთი ცნობით აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების  წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება. იმავე წელს თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, ნახიმოვის ორდენებითა და მედლებით.

რეკლამა

დაწერე კომენტარი