ქუჩის ისტორიები: გ. აბაშვილის ქუჩა

გ. აბაშვილის  ქუჩა მდებარეობს ვარკეთილში ფ. ციციშვილისა და ბერიაშვილის ქუჩების კვეთაზე.

 

გიორგი აბაშვილი (დ. 8 იანვარი, 1910, თბილისი ― გ. 26 სექტემბერი, 1982, ლენინგრადი) — სამხედრო-საზღვაო მოღვაწე, საბჭოთა ვიცე-ადმირალი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელი (1931) და დაინიშნა ბალტიის ფლოტის საესკადრო ნაღმოსან “ვოლოდარსკის” შტურმანად. 1932-1934 წლებში საესკადრო ნაღმოსან “ლენინის” შტურმანი იყო, 1935-1936 – სასწავლო გემის უფროსის მოადგილე, 1936- საგუშაგო ხომალდ “პურგას”, ხოლო 1939 – საგუშაგო ხომალდების დივიზიონის მეთაური. მონაწილეობდა ფინეთის წინააღმდეგ ომსა და მეორე მსოფლიო ომში. 1944 წელს მეთაურობდა საესკადრო ნაღმოსნების დივიზიონს, იყო ბალტიის ზღვის ფლოტის შტაბის უფროსის მოადგილე; თავი გამოიჩინა ლენინგრადის ბლოკადის გარღვევისათვის ბრძოლაში. 1962 წ. კარიბის კრიზისის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ძალებს კუბაზე. ზოგიერთი ცნობით აბაშვილმა დააყოვნა ამერიკის შეერთებული შტატების  წინააღმდეგ ბირთვული დარტყმის გადაწყვეტილების მიღება. იმავე წელს თადარიგში გავიდა. დაჯილდოებულია ლენინის, წითელი დროშის, წითელი ვარსკვლავის, ნახიმოვის ორდენებითა და მედლებით.

 

პოპულარული

როგორ იქცევიან სახალხო დამცველის თანამშრომლები ციხეში - წულუკიანი ვიდეო მასალას ავრცელებს
"ეს ტიპი წერს ჩემს 11 წლის შვილს, ფოტოს გამოგზავნას სთხოვს და სექსზე ებაზრება, მაპოვნინეთ რა"- გიორგი გვარჯალაძე საზოგადოებას მიმართავს
სად მიდის წულუკიანი - მინისტრის განცხადება
"თავს უფლება მივეცი და დახეული ჯინსებით პირდაპირ ეთერში გამოვედი" - ინგა გრიგოლია თეა წულუკიანის განცხადებას პასუხობს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი