ქუჩის ისტორიები: გუნიას ქუჩა

ვალერიან_გუნია

გუნიას ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, ვერაზე.

ვალერიან ლევანის ძე გუნია (დ. 21 იანვარი 1862, ეკი, სენაკის მუნიციპალიტეტი — გ. 31 ივლისი 1938, თბილისი) — ქართველი მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი. 1931 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1934 წელს – სახალხო არტისტის წოდება.

ვალერიან გუნია 1876 წელს შევიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში. 1881 წელს პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო მოსკოვში, პეტროვსკოე-რაზუმოვსკოეს სას.-სამ. აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. 1883 წლიდან მოღვაწეობდა ქართულ პროფესიულ თეატრში.

ვალერიან გუნია გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლიერი ტემპერამენტით. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართულ თეატრში რეალისტური მიმართულების დამკვიდრებასა და ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდის საქმეში.

loading...

პოპულარული

რა ღირს ლარი დღეს - ოფიციალური კურსი
ამცირებს თუ არა BCG ვაქცინა კორონავირუსის რისკს – რას აცხადებს პაატა იმნაძე
COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტი ინფექციური კლინიკიდან ორმხრივი პნევმონიის დიაგნოზით, ტესტირების გარეშე გაუშვეს ?!- ახალგაზრდა სკანდალურ დეტალებს ყვება
"კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა და მეზობლების დაავადების მაღალი რისკი" - თერჯოლა სავარაუდოდ, საკარანტინე ზონად გამოცხადდება
დაწერე კომენტარი