ქუჩის ისტორიები: გია აბესაძის ქუჩა

გია აბესაძის ქუჩა მდებარეობს ძველ თბილისში, ივერიის ქუჩის პარალელურად.

გია ვახტანგის ძე აბესაძე (დ. 1956, ზესტაფონი — გ. 21 სექტემბერი, 1991, თბილისი) ექიმი, კარდიოლოგი.  1991 წელს თბილისში, რუსთაველის გამზირზე თავი დაიწვა სამოქალაქო დაპირისპირებისადმი პროტესტის ნიშნად. მისი სახელი მიენიჭა ისტორიულ ქუჩას ძველ თბილისში.

1991 წლის სექტემბერში საქართველოში პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია. კიტოვანი თავისი გვარდიით თბილისის ზღვაზე დაბინავდა. ავტობუსებით ჩაიხერგა რუსთაველი. ორად გაიყო ქართველი ერი. ერთ-ერთ მიტინგზე ბრმა ტყვიამ გია ტეტელაშვილი იმსხვერპლა. დაიწყო ძმათა სისხლისღვრა…

ამ საგანგაშო მოვლენების ფონზე ვითარდება უდიდესი ტრაგედია – ოფიცერთა სახლის წინ ახალგაზრდა კაცმა ბენზინი გადაისხა და ცეცხლი წაიკიდა. იგი ნახევრად დამწვარი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 48 საათი იცოცხლა, შემდეგ კი ჰაერის უკმარისობით გარდაიცვალა. ეს იყო გია აბესაძე, ახალგაზრდა ექიმი, ჰყავდა მეუღლე და ერთი ქალიშვილი. “თუ საქართველოს გაერთიანებას მსხვერპლი სჭირდება, დე, მე ვიყო იგი, ოღონდ უკანასკნელი” – წერია მის მიერ დანატოვარ ბარათში.

ამ შემთხვევას ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. გამოხმაურებამ კამპანიური ხასიათი მიიღო. არკვევდნენ, რომელ პარტიას ეკუთვნოდა გია აბესაძე. საუბრობდნენ მის ფსიქიკაზეც.

საქართველოში მიმდინარე პროცესები არ შეცვლილა. მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა…

პრესა კი, ფაქტობრივად, დუმდა.

გია აბესაძის ქმედება ბოლომდე გაცნობიერებული აქტი იყო. ცეცხლწაკიდებული აბესაძე ერთსა და იმავე ფარაზას იმეორებდა: “გაუმარჯოს საქართველოს.”

“ძალიან მტკივა გული, რომ მის მიერ გადადგმული ნაბიჯი არ აღიარეს”, – ამბობს გია აბესაძის ერთადერთი ქალიშვილი, ეკა – “მეგონა, მამაჩემს ყველაზე მეტად მე ვუყვარდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველო ჩემზე მეტად ჰყვარებია.”

გია აბესაძემ სიკვდილის წინ შვილს დაუტოვა ბარათი: “შვილო, მაპატიე, გაიზრდები გამიგებ”.

გია აბესაძის საქციელი ბევრისთვის დღემდე ამოუცნობია.

წყარო: http://www.opentext.org.ge

 

პოპულარული

ივანიშვილი ფავორიტ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა - საბედისწერო ვახშამი, რომელსაც ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა
ბატიაშვილის ორმაგი სტანდარტი და არჩევნებს შეწირული ია კერზაია - უმძიმესი სურათი ზუგდიდის მე-11-ე სკოლაში (ფოტო,ვიდეო)
"ლევან ჯიბღაშვილი ადასტურებს, რომ ნარკოტიკები მისი მანქანიდან ამოიღეს" - ადვოკატი
„ეს არის შალიკო ნათელაშვილის მოხდენილი ფრაზები, თქვენ არ უნდა გეკადრებოდეთ, გადადით ლეიბორისტებში“ - დაპირისპირება პარლამენტში
საჯარო სექტორის უარი მთავრობას- „გაკვირვებულები ვართ, საპენსიო რეფორმიდან გასული 2 915 ადამიანიდან 2 650 საჯარო სექტორიდანაა“- სურგულაძე
"მადლობა უფალს ამ განსაცდელისთვის... ბოდიშს ვუხდი დედას და საზოგადოებას" - ლევან ჯიბღაშვილი
"როცა გავიღვიძებ მექნება დიდი ტაკ...ბი" - თამო ვაშალომიძემ უკანალი გაიდიდა (ვიდეო)
თოვლი, ქარი და წვიმა - როდის გაუმჯობესდება ამინდი საქართველოში
მიწისძვრის გამო ცათამნჯენის აუზიდან წყალი ჩანჩქერივით გადმოიღვარა - შთამბეჭდავი სანახაობა (ვიდეო)
დაწერე კომენტარი