ქუჩის ისტორიები: ა. დიუმას ქუჩა

ალექსანდრე დიუმა

ა. დიუმას ქუჩა მდებარეობს მთაწმინდის რაიონში, კერძოდ სოლოლაკში.

ალექსანდრ დიუმა (მამა) (ფრანგ. Alexandre Dumas, père [a.lɛk.sɑ̃dʁ dy.ma]; დ. 24 ივლისი, 1802, ვილიე-კოტრე — გ. 5 დეკემბერი, 1870, პიუი) — ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ჟურნალისტი, ალექსანდრ დიუმას მამა.

ალექსანდრ დიუმა 1802 წლის 24 ივლისს დაიბადა ვილერ-კოტრეს კომუნაში, სუასონთან ახლოს (ენას დეპარტამენტი, პიკარდია, საფრანგეთი).

ალექსანდრ დიუმას ბაბუა, მარკიზი ანტუან-ალექსანდრ დავი დე ლა პაიეტრი საფრანგეთის კოლონია ჰაიტიზეარტილერიის გენერლის წოდებით მსახურობდა. ჰაიტიზე იგი დაქორწინდა ზანგ მონა ქალზე მარი-კესეტ დიუმაზე, რომელმაც 1762 წელს ქვეყანას მოავლინა მომავალი მწერლის მამა, თომა-ალექსანდრ.

მარკიზს არ გასჭირვებია მულატი შვილისთვის ცხოვრების გზის გაკაფვა საფრანგეთში და მალე თომა-ალექსანდრ ნაპოლეონის არმიის გენერალი გახდა.

თომა-ალექსანდრ გარდაიცვალა 1806 წელს, როცა ალექსანდრ დიუმა 4 წლის იყო. მიუხედავად სიღარიბისა, ოჯახს გავლენიანი არისტოკრატიული კავშირები ჰქონდა. სწორედ ამ კავშირების წყალობით ოცი წლის ასაკში ალექსანდრმა მუშაობა დაიწყო პარიზში პალე-როიალის სასახლეში ჰერცოგ ორლეანელის კანცელარიაში.

კანცელარაში მუშაობის პარალელურად დიუმამ დაიწყო სხვადასხვა ჟურნალებში პიესებისა და სტატიების გამოქვეყნება. პირველ პიესას, „ანრი მესამე და მისი კარი“ (Henri III et sa cour, 1829), დიდი წარმატება ხვდა წილად. ასევე აღიარებულ იქნა მეორე მისი ნაწარმოებიც — „კრისტინა“ (Christine ou Stockholm, Fontainebleau et Rome, 1830).

1835 წელს გამოვიდა მისი პირველი ისტორიული რომანი „იზაბელა ბავარიელი“ (Isabel de Bavière). მას მერე გაზეთებში ხშირად იბეჭდებოდა მისი ნაწარმოებები.

1840 წელს დაქორწინდა მსახიობ იდა ფერიერზე. მიუხედავად ამისა იგი აგრძელებდა სხვა ქალებთან შეხვედრას, რის შედეგად მას 3 უკანონო შვილი გაუჩნდა (ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით ასევე წარმატებულ მწერლად იქცა). ალექსანდრი ქალებსა და ფუფუნებაზე დიდ ფულს ხარჯავდა. გამოსცა რამდენიმე ჟურნალი, დააარსა თეატრი — თუმცა მისი წამოწყებები კრახით დასრულდა. ამის გამო 1851 წელს კრედიტორებს ბრიუსელში დაემალა. 1858-1859წლები რუსეთში გაატარა, სტუმრობდა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებს. 3 წელიწადი მონაწილეობდა სახალხო მოძრაობაში იტალიის გაერთიანებისთვის.

გარდაიცვალა 1870 წლის 5 დეკემბერს, პიუის კომუნაში, დიეპთან ახლოს (ამჟამად დიეპის გარეუბანი, ზღვისპირა სენის დეპარტამეტი, ზემო ნორმანდია, საფრანგეთი).

loading…

პოპულარული

შეიარაღებული თავდასხმა სტრასბურგში - მოკლულია 2 და დაჭრილია 11 ადამიანი
"ოცნების" ხელისუფლება სკანდალში ეხვევა: "ვაშინგტონი ღრმად შეშფოთებულია ელჩის არყოლის გამო" - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნა - სასამართლომ გაერთიანებული ოპოზიციის სარჩელი არ დააკმაყოფილა
ძალადობა, ამომრჩევლის მოსყიდვა, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენება - ბრიტანული ანალიტიკური ცენტრი საპრეზიდენტო არჩევნებს კრიტიკულად აფასებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სომხეთში ჩატარებულ არჩევნებს ხალხის ფართო ნდობით გამორჩეულს უწოდებს, საქართველოსთან მიმართებით კი მრავალრიცხოვანი დარღვევებებზე საუბრობს
ბიძინა ივანიშვილის დედა გარდაიცვალა
ხეოფსის პირამიდის თავზე სექსის ამსახველი ფოტოს გამო ეგვიპტემ გამოძიება დაიწყო (ვიდეო)
"გუშინ მანქანამ დაარტყა და არ გააჩერა, მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იქნებ ერთად ვუშველოთ" - მაკა ჩიჩუა
თბილისში, ტელეფონზე თანხის ჩასარიცხად გადმოსულ მამაკაცს, მანქანა გასტაცეს - გამტაცებელმა 5 ავტომობილი დაამტვრია
დაწერე კომენტარი