ქუჩის ისტორიები: ანტონოვსკაიას ქუჩა

ანა ანტონოვსკაიას ქუჩა მდებარეობს საბურთალოს რაინში, მეტრო დელისის მიმდებარე ტერიტორიაზე, თამარაშვილის ქუჩის პარალელურად.

cyc

ანა არნოლდის ასული ანტონოვსკაია (რუს. Анна Арнольдовна Антоновская, ქალიშვილობაში ვეჟნერი; დ. 13 იანვარი, 1886 (31 დეკემბერი 1885), ტფილისი – გ. 21 ოქტომბერი, 1967, მოსკოვი) — რუსი მწერალი, სცენარისტი, დრამატურგი, პუბლიცისტი და ლიტერატურული კრიტიკოსი. სტალინის პრემიის II ხარისხის ლაურეატი (1942).

ინიციატივით თბილისში დაარსდა არტისტერიუმი, რომელიც მიზნად ისახავდა ფართო მასების დაინტერესებას საქართველოს ისტორიული წარსულით, მისი კულტურული მემკვიდრეობით. 1918–1919 წლებში ალმანახ “ARS”–ში და ჟურნალ “აკმეში” დაიბეჭდა მისი პირველი ნაწარმოებები(“ბაქკი ქალი”, “ზღაპარი”, “ბინდი”, “ცეცხლი”). 1921–1922 წლებში დაწერა რამდენიმე პიესა და ინტერმედია თბილისის რევოლუციური თეატრისათვის. პიესა “ყვავილების რევოლუცია” 1921 წელს გამოქვეყნდა ქართულ ენაზე ჟურნალში “ნორჩი ძალა”. 1910–1920 წლების ამბები მწერალმა შემდგომში ასახა “ქართული ნოველების” ციკლში. ისტორიულ–რევოლუციურ მოთხრობაში “ბათუმის რეიდზე”(1948), კინოსცენარში “ცეცხლის ტრანსპორტი”(1930, გადაიღეს ლენინგრადში) და რომანში “მშვიდობის ანგელოზები”(1945–1946, თანაავტორი ბორის ჩორნი). მნიშვნელოვანი ნაწარმოებია მონუმენტური ისტორიული რომან–ეპოპეა “დიდი მოურავი”. იგი თარგმნილია ქართულ, ჩეხურ, პოლონურ ენებზე. ანა ანტონოვსკაიას სცენარის მიხედვით(თანაავტორი ბორის ჩორნი) დაიდგა ორსერიანი ქართული მხატვრული ფილმი “გიორგი სააკაძე”(1942–1943, რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები:

1942 – სსრკ სახელმწიფო პრემია
სტალინური პრემია

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.170

რეკლამა

დაწერე კომენტარი