ქუჩის ისტორიები: აკოფიანის ქუჩა

აკოფ აკოფიანის ქუჩა მდებარეობს ძველ თბილისში, იეთიმ გურჯის ქუჩის პარალელურად.

cyc

აკოფ აკოფიანი – პოეტი. დაიბადა 1866 წლის 17 მაისს. გარდაიცვალა 1937 წლის 13 ნოემბერს (71 წლის ასაკში) დაბადების ადგილი: ქ. ელისავეტპოლი (ახლანელი განჯა).

1886–1894 წლებში ცხოვრობდა თბილისსა და ბაქოში. დაუახლოვდა პროფესიონალ რევოლუციონერებს და ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში. 1921 წლის თებერვლიდან იყო საქართველოს რევოლუციური კომიტეტის წევრი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ დაინიშნა თბილისის ბანკების კომისრად. იყო საქართველოს პოლიტმწერლების ასოციაციის სომხური სექციის ერთ–ერთი დამაარსებელი. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული ჟურნალი “დარბონცი”(“სამჭედლო”). 1899 წელს გამოსცა ლექსების პირველი კრებული.

  • 1923 – სომხეთის სახალხო პოეტი
  • 1923 – საქართველოს სახალხო პოეტი

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.74

 

 

 

რეკლამა

დაწერე კომენტარი