ქუჩის ისტორიები: აბანოთუბანი

ბანოთუბანი, აბანოების უბანი —  საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი, რომელიც მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.

ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს. X ს. არაბი გეოგრაფი იბნ ჰაუკალი „გზათა და სამეფოთა წიგნში“ აღნიშნავს: „ქალაქში (თბილისში) არის ტიბერიადის აბანოების მსგავსი აბანოები, რომელთა წყალიც უცეცხოდ დუღს“. ისტორიული ცნობებით XIII ს. თბილისში მინერალური წყლის 65 აბანო ყოფილა. თბილისის აბანოებზე ცნობებს გვაწვდიან XIII-XIV სს. ვენეციელი მოგზაური მარკო პოლო, XVIII ს. რუსი ვაჭარი ვასილ გაგარა, ასევე ვახუშტი ბაგრატიონი.

პოპულარული

უცნაური საახალწლო ტრადიციები, რომელთა შესახებაც წარმოდგენაც არ გაქვთ
დაპირისპირება პარლამენტში - დაჩი ბერაიამ რომან გოცირიოძეს წიხლი დაარტყა
საპროტესტო ხსნარი - რა ნივთიერება გამოიყენეს პარლამენტში, რომელიც ევაკუაციის მიზეზი გახდა
უმძიმესი ვიდეო - მანქანამ, რომელიც პარლამენტის შენობაში შედიოდა, პოლიციელს გადაუარა
დაწერე კომენტარი