”აპარატურამ ხელი არ შეგვიწყო”- ქუჩის ბიჭების და ნინი ქარსელაძის პასუხი უარყოფით კომენტარებზე

ბათუმში, სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერ კონცერტზე ნამღერ ნინი ქარსელაძისა და “ქუჩის ბიჭების” სიმღერას სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

“ვაი თქვენს პატრონს, თქვენ თუ მომღერლები გქვიათ”…

უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენოამათზეა ზედგამოჭრილი”…

“რა უბედურებაა, მომღერლები ჰგონიათ თავი”…- მსგავსი ტიპის შეფასებები დაიწერა ვიდეოზე.

“პრაიმტაიმი” ქუჩის ბიჭების ერთ-ერთ წევრ ზურა ხაჩიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ვრცელი განმარტება გააკეთა:

“25 წელია სცენაზე ვდგავართ და არასდროს გვქონია მაყურებლის პრობლემა. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის,  რომ ცოცხლად ვიმღერეთ. აპარატურამ ხელი არ შეგვიწყო და ხანდახან მუსიკოსების ცხოვრებაში ხდება ასეთი რაღაცეები. ამდენი შემსრულებელი გამოდიოდა და ბუნებრივია, ჩვენზე ვერ იქნებოდა აპარატურა გასწორებული. ხარვეზები ნამდვილად იყო. ხანდახან ხდება, რომ ვერ გამოდის მომღერალი ისე, როგორც უნდა გამოვიდეს. მსოფლიო დონის ვარსკვლავებსაც ემართებათ და არც ჩვენ ვართ კმაყოფილები, თუმცა ტრაგედია ამაში არ არის, ტრაგედია იმაშია, რაც დღეს ფონიჭალაში მოხდა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. რაც გუშინ მოხდა ეს არაფერია, ტრაგედიაა ისაა, რაც დღეს მოხდა. ამის გამო, ზუგდიდშიც გავაუქმეთ მხარდამჭერი კონცერტი” – განუცხადა “პრაიმტაიმს” ხაჩიძემ და არ გამორიცხა, რომ მათი გამკრიტიკებლების უმეტესობა, შესაძლოა, “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებიც იყვნენ:

“შეიძლება ბევრი ადამიანი, რომელიც უარყოფითად წერს ჩვენზე, იყოს ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიც და ეს პოლიტიკური თვალსაზრისითაც ხდება. ამ საკითხზე ნინის კომენტარიც იგივეა, ამ წუთას ჩემს გვერდით არის” – დასძინა მომღერალმა.

დღეს ფონიჭალაში აფეთქება მოხდა და საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე სართული დაზიანდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. დაიღუპა ახალგაზრდა ქალი, 9 თვის შვილთან ერთად. 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. 28 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. თბილისის მერია ყველა ოჯახს დღესვე დააბინავებს.

იხ. ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ გვერდზე გავრცელდა.

წყარო: პრაიმტაიმი

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
"უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა...მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაცა და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია" - დავით ქაშიაშვილი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი