ქუთაისში 25 წლის პატიმარმა დედის გარდაცვალების გაგების შემდეგ თავი მოიკლა – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახური ქუთაისის მეორე საპყრობილეში გარდაცვლილ 25 წლის ემილ ხოფერიას გარდაცვალებასთანდაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 03.30 საათზე, N2 პენიტენციურ დაწესებულებაში 1993 წელს დაბადებულმა მსჯავრდებულმა ემილ ხოფერიამ საკნის საპირფარეშოში თვითნაკეთი თოკის გამოყენებით თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე მსჯავრდებულს სატელეფონო საუბარი ჰქონდა ოჯახის წევრებთან, რა დროსაც მას დედის გარდაცვალების შესახებ აცნობეს. მსჯავრდებული სატელეფონო ზარის შემდეგ იყო სულიერად აღელვებული, რის გამოც მას გაეწია სამედიცინო დახმარება და ფსიქოლოგის კონსულტაცია.

თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით იმავე ღამეს დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებშიც გარდაცვლილის გვამს ექსპერტიზა ჩაუტარდა, დაკითხულია დაწესებულების ექიმი, თანამშრომლების ერთი ნაწილი და გარდაცვლილის თანამესაკნეები. გრძელდება დაწესებულების თანამშრომელთა დაკითხვა.

ემილ ხოფერია 2015 წლიდან იხდიდა სასჯელს” – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

პოპულარული

22 მაისი ლევან აბაშიძის დაბადების დღეა - "როცა ლევანი ჩამოასვენეს, მისი სახლის ფანჯრების წინ წარწერა გაჩნდა..."
"ოქრო დაულომბარდებია და ღამე სასტუმროში ბიჭთან ერთად გაუტარებია"- სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული დედის შესახებ ახალი დეტალები ვრცელდება
"ქორწილი მაქვს და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, შეცდომა დავუშვი"- ფეხბურთელი ლაშა ჩაფიძე
"უმძიმესი იყო პროცესიის ყურება და მოსმენა...მძულს ყველა ამბავი, რომლის ამოხსნაცა და გამოძიებაც უბრალოდ შეუძლებელია" - დავით ქაშიაშვილი აღაიანში მომხდარ მკვლელობაზე
დაწერე კომენტარი