ქუთაისში ორი ნაბიჯის მაღაზიაში, შეიარაღებული კაცი დანით შეიჭრა

ქუთაისი

ქუთაისში მაღაზია ორ ნაბიჯში, შეიარაღებული კაცი დანით შეიჭრა და თანხა მოითხოვა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიის თანამშრომლებმა განგაშის სიგნალით, დაცვის პოლიცია გამოიძახეს.

როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

დაწერე კომენტარი