ქუთაისი-ლონდონი ბილეთების გაყიდვა დაიწყო

ქუთაისი-ლონდონის მიმართულებით ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მინიმალური ფასი 106 ლარი იქნება, მაგრამ ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია ფასმა მოიმატოს. პირველი რეისი ამ მიმართულებით 18 ივნისს შესრულდება. ფრენებს შეასრულებს ავიაკომპანია WIZZAIR. აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ რომ მიმართულება მოთხოვნადია. აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ქეთევან ალექსიძე არ გამორიცხავს რომ ბრიტანეთთან სავიზო პროცედურების გამარტივებაზეც იყოს საუბარი.

cyc

რეკლამა

დაწერე კომენტარი