ქრისტეშობის დღესასწაული და მახარობლები ქუთაისის ქუჩებში

საშობაო მსვლელობა ქუთაისში

ქრისტეშობის დღესასწაულს მსვლელობით აღნიშნავენ ქუთაისში. შობის მახარობლები ქალაქის ქუჩებში დადიან და მოსახლეობას ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ. 

მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო. შობის მახარობლები ქუთათელ-გაენათელმამიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა.

ანსამბლ ,,ნაი-ნაის” წევრები „ალილოს“ სიმღერით და ურმებით, რომელზეც ნობათი გროვდება ქალაქის ქუჩებში გადაადგილდებიან.მსვლელობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

შობის მახარობლების მიერ მოგროვილი ნობათი, „წყალწითელას“ მოხუცთა პანსიონატს და სხვადასხვა ცენტრებს გადაეცემათ. 

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
ხვალიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
ტყვიის მაღალი დონე მონადირეების და მეთევზეების ოჯახებში და მომწამვლელი „კაკლის სატეხი“ - რა შედეგები აჩვენა კვლევამ საქართველოში
დაწერე კომენტარი