“ქოცები ჩასვრილი ბავშვებივით იბლუკუნებენ”

ცოტნე გამსახურდია გამოეხმაურა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაპატიმრებას და საკუთარ აზრს ფეისბუქ გვერდზე აფიქსირებს. მისი თქმით, მამა გიორგი მამალაძეს ძალიან მალე გაათავისუფლებენ და მთავრობა კვლავ საზოგადოებას დაადანაშაულებს. გთავაზობთ ციტატას:

cyc

,, უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ქოცები ჩასვრილი ბავშვებივით იბლუკუნებენ და ისევ საზოგადოებას დაადანაშაულებენ, იტყვიან: ეგ ნატრიუმის ციანიდი ყოფილა ხატების მოსაოქროვებლად, ჩვენ კალიუმისაში აგვერიაო ???? დიდი ამბავი, შუბლის ძარღვი მაინც არცერთს არა აქვს, უწინდელ “რეჩებს” საქართველოს ხსნაზე ეგრევე გადაასხვაფერებენ…
საპატრიარქოში კულუარული ბრძოლა გაგრძელდება, პატრიარქმა არ მიატოვა საკუთარი ძმისშვილი – მეუფე დიმიტრი, მამალაძის პატრონი და მფარველი. და მთავარი კითხვა:

რა ბედი ეწევა დეკანოზ მამალაძის წერილს, იქ აღწერილ ფაქტების ფიგურანტებს და დაიწყება თუ არა რეაგირება ეკლესიაში გამეფებული მაფიის ქმედებებზე…? ალბათ კითხვა რიტორიკულია, მაგრამ მაინც მთავარია ქვეყნისათვის!

ვანგობაზე პრეტენზია არ მაქვს 😉 “

რეკლამა

დაწერე კომენტარი